საბერძნეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საბერძნეთის რესპუბლიკის, მიერ დანიშნული ელჩის მარია თეოდორუს რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია, - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ცერემონიის შემდეგ შედგა მისი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.
„მინისტრმა და დანიშნულმა ელჩმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა გამოირჩევა მჭიდრო ისტორიულ-კულტურული კავშირებით, რაც კარგ საფუძველს იძლევა კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, აღინიშნა, რომ დამატებითი პოტენციალი არსებობს სავაჭრო და ეკონომიკურ, ტურიზმის, დაკავშირებადობის (connectivity) და საზღვაო სფეროებში ურთიერთობების გასაღრმავებლად.
სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი ქვეყნების მიერ გამოყენებულ იქნება ქართულ-ბერძნული ისტორიული და კულტურული კავშირების პოპულარიზაციისათვის.
შეხვედრის დასასრულს, ბერძენმა დიპლომატმა გამოხატა მზაობა, ახალ თანამდებობაზე საქმიანობისას, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე საინტერესოა
🔴აკროპოლისის პოლიციის დეპარტამენტიდან გაქცეული პატიმარი პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...
1793467771
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა
ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...
1793466625
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...


























