კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო - პროკურატურა 20 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე დაკავებული რვავე პირის მიმართ პატიმრობას ითხოვს

ცხავრიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დღეს, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, სხდომა უკვე დაწყებულია.მთავარი ინტერესის საგანია, რას იტყვის პროცესზე უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი, რომელიც პოლიციას ერთდღიანი ძებნის შემდეგ თავად ჩაბარდა.

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიორგი ხორავა იყო კონფლიქტის ინიციატორი, თუმცა მოგვიანებით კონფლიქტში ჩაერთნენ სხვა პირებიც. ასევე პროკურორი იმასაც ადასტურებს, რომ იყო მცირედი შეკამათება, პროკურორი დღეს მოითხოვს რვავე პირის პატიმრობაში დატოვებას.

"კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე, ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა. ერთ-ერთი ბრალდებული არის მკვლელობაში ბრალდებული,ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი და რვავე ბრალდებულის მიმართ პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას. იქ უამრავი ადამიანი იყო და მიუხედავად ამისა მათ არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღვა-გინება, ყველა ეს ადამიანი პასუხისგებაშია მიცემული -პროკურორი დავით ყაზარაშვილი.

პროკურატურამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეტყობინებლობის მუხლებით რვა პირს ბრალდება წარუდგინა.

ცხვარიჭამიაში 20 წლის მამაკაცი დაბადების დღის წვეულებაზე რამდენიმე დღის წინ მოკლეს.არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ტრაგედია მარნეულში - საკანალიზაციო ჭაში ჩასული 2 ადამიანი გარდაიცვალა

🔵როგორ ვნანობ მაშინ რომ არ გეუბნებოდი. როგორ ვნანობ ამ სიტყვების გარეშე რომ გაგიშვი - დაღუპული 25 წლის პილოტის მეგობარი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793370572

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ის, რაც გიორგი გახარიამ მაშინ იკადრა და გააკეთა, იყო პრაქტიკულად იმავე საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყნის დაყენება, რაც 2008 წელს, სააკაშვილმა და მისმა მოღალატეობრივმა რეჟიმმა გააკეთა

პოლიტიკური სპეკულაციები და ფაქტების დამახინჯების მცდელობა - ასე აფასებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში გახარიას პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. კოლეგიის წინაშე ახსნა-განმარტებებით ბერდი...

დავით მათიკაშვილი

1793369312

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური: ALDE-ს აქამდე არასდროს დაუგმია ძალადობა საქართველოში, თუმცა მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით

„ALDE მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ქომაგობს „ლელოს“, რომლის წევრიც, ბატონი ელისაშვილი გახლავთ მსჯავრდადებული ტერორიზმის მუხლით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომი...

ალუდა ღუდუშაური

1793367369

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს გენერალური დირექტორობის კანდიდატ ჰანს კლუგეს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, ჰანს კლუგეს, შეხვდა. ჰანს კლუგე წლების განმავლობაში ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამ...

ჰანს კლუგე

1793365931

ახალი ამბები

დონალდ ტრამპი ირანის ომზე: ის მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. „ყველაფერი მალე დასრულდება. ჩვენ გარანტია გვჭირდება, რომ ბირთვული იარაღი...

 ტრამპი ტრამპი

1793365902

საზოგადოება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5992 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.5992 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5959 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი, ვალუტა