კონსტანტინე ჟღენტი: არ შეიძლება, როდესაც დიპლომატი ხარ, რომელიმე პარტიის ელჩი იყო, ეს ცნობილი ამბავია - შენ შენს ქვეყანას წარმოადგენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც განსახილველი საკითხია 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი, დიპლომატ კონსტანტინე ჟღენტს უსმენენ.
კონსტანტინე ჟღენტი იხსენებს მისი ელჩობის პერიოდს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ და გაცხადებული კოჰაბიტაციის ზიანს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უზბეკეთში ვიყავი ელჩი, კარგი ურთიერთობა მქონდა ლატვიის ელჩთან. ერთხელ ვსხედვართ და მეუბნება, 2015 წელია ალბათ, რომ ჩემი კოლეგა, რომელიც მეზობელ ქვეყანაში მუშაობსო მეუბნება, რომ საქართველოს ელჩი დადის და სადაც მივაო ყველგან ლაპარაკობს თუ კი კაი რამე გააკეთა საქართველოში ვინმემ ეს მიშა სააკაშვილიაო და იმის მერე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულაო, ან რას აკეთებთ ეს ახალი მთავრობა, ან ელჩი რატომ ლაპარაკობს ასე თავის კოლეგებთანო. ძალიან გამიკვირდა, ვუთხარი არ მგონია ასე იყოსთქო, რას ვეტყოდი“,- განაცხადა კონსტანტინე ჟღენტმა.
კონსტანტინე ჟღენტის თქმით, არ შეიძლება, როდესაც დიპლომატი ხარ, რომელიმე პარტიას წარმოადგენდე და ლოიალური არ იყო შენი მთავრობის მიმართ, ეს ელემენტარულია და კოჰაბიტაციამ ყველაზე მეტად, რეალურად, საგარეო საქმეთა სამინისტრო დააზარალა.
„არ შეიძლება როდესაც დიპლომატი ხარ, ელჩი ხარ რომელიმე პარტიის ელჩი იყო, ეს ცნობილი ამბავია და დიპლომატიის სახელმძღვანელოებში წერია. შენ შენს ქვეყანას წარმოადგენ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არა, როდესაც ამ შეგრძნებას კარგავ და ხდები რომელიმე პოლიტიკური ძალის ელჩი, მაშინ ვერ ასრულებ ისე. რა თქმა უნდა, როცა ელჩი ხარ, მინიმუმ ლოიალური მაინც უნდა იყო არსებული მთავრობისა და მისი პოლიტიკის მიმართ.
გნებავთ საშინაო, გნებავთ საგარეო. თუ არ ხარ მინიმალურად ლოიალური მაინც უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე. თუ მუშაობ, მაშინ ამის გაკეთება არანაირად არ შეიძლება, რომ წახვიდე და თუნდაც საუბრით შენ წინა მთავრობის მომხრე იყო და ზიანი მიაყენო. აქ ძალიან ბევრი ითქვა კოჰაბიტაციაზე, ჩემი აზრით, არც ისე კარგი იყო, დიპლომატიურად რომ ვთქვათ, კოჰაბიტაცია ყველაზე მეტად საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეხო, ჯობდა, რომ ასე ძალიან არ შეხებოდა“,- განაცხადა კონსტანტინე ჟღენტმა.
1751302684
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩზე: სამწუხაროა, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე
„სამწუხაროა ასევე ისიც, რომ ძალიან ინტენსიურად ხდება ექსტრემიზმის წახალისება და რადიკალიზმის წახალისება ჩვენს ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1751302606
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა
„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. „სამწუხაროდ ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება...
1751300614
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა
„ამ დრომდე, საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“, - ასე ეხმიანება გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვი...
1751298388
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა - 1500-მდე კაცი შეიკრიბა მხოლოდ
„ოპოზიცია გაკოტრების გზას არ ადგას, ოპოზიცია დგას უფსკრულის პირას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური...
1751296972
საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართ...