ძაკარდო კვარასა და ქართველ ტალანტებზე: იმედია, „პსჟ“ „ნაპოლის“ შეხვდება, რადგან კვარა ნეაპოლელი ფანების ტაშს იმსახურებს, ბევრმა გუნდმა თვალი უნდა ადევნოს

ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ Tuttomercato-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
მან, ასევე, დაასახელა ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და წამყვანმა ევროპულმა კლუბებმა მათ თვალი უნდა ადევნონ.
„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დროს რეკომენდაცია გავუწიე, შემდეგ კლუბის გარემოცვასა და აგენტს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. კვარაცხელია ზამთარში პსჟ-ში გადავიდა და მალევე გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მოიგო ჩემპიონთა ლიგა, რომლის მთავარი შემოქმედიც სწორედ ქართველი იყო. თავის მხრივ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა, ასე, რომ ყველასთვის წარმატებული წელი გამოვიდა. იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში „ნაპოლი“-„პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება, რადგან ხვიჩამ ნაპოლიში დაბრუნება და ნეაპოლიტანელი ხალხის აპლოდისმენტები მიიღოს - ამას იმსახურებს. ის სერიოზული ბიჭია და „ნაპოლის“ გულშემატკივარი დღემდე უყვარს.
ვინ შეიძლება გახდეს ახალი „კვარა“? ბევრი კარგი მოთამაშეა. მაგალითად, დავითაშვილი „სენტ-ეტიენიდან“. ის კარგი ფეხბურთელია, რომელმაც ლიგა 1-ის გასულ სეზონში ძალიან კარგად ითამაშა. უნდა აღვნიშნო კვერნაძის პროგრესი, რომელიც „ფროზინონეში“ თამაშობს. მას ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვაკვირდებოდი და მისი პროგრესი საგრძნობია. ასევე, არის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანდრია ბართიშვილი, ის 2009 წელს დაბადებულია, ჯერ ძალიან პატარაა, თუმცა ის ისეთი ნიჭიერია, რომ ვფიქრობ გუნდებს შეუძლიათ მას თვალი ადევნონ“, - განაცხადა ძაკარდომ.
1751306241
ახალი ამბებიელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. რვა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, რის საფუძველზეც შიმშილობა ელენე ხოშტარიასთან ერთად გედევან ფოფხაძემაც შეწყვიტა. რვა ოპოზიციურ...
1751304338
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს
უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, ოპოზიციას ხმა რომ გააგონოს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. „ამათ პრეტენზია ჰქონდათ, რო...
1751303273
საზოგადოებალევან მახაშვილი: ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა. მოვუწოდებთ გერმანიის ელჩს თავი დაანებოს რადიკალური პოლიტიკური ოპოზიციის როლის თამაშს და მიხედოს იმას, რისთვისაც არის წარმოგზავნილი
ეს არის დიპლომატიის მანტიით შეფუთული პოლიტიკური მატრაკვეცობა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის მიერ რუსთაველზე მოშიმშილ...
1751303239
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გერმანიის ელჩზე: აშკარად, პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, რადიკალური პროცესების სასარგებლოდ
ეს არ არის წახალისება უკვე, ეს არის პროცესში ჩართვა ელჩის, რომელიც არღვევს ყველას და ყველაფერს დედამიწის ზურგზე, რაც კი დიპლომატიასთან არის დაკავშირებული, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმას...
1751303207
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ხოშტარიას შიმშილობაზე: ეს ფაქტი კარგად აჩვენებს იმას, რომ მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ქართულ რადიკალურ ოპოზიციას აღარსად აქვს თითი გასაშვერი და უკვე ერთმანეთს აბრალებენ მთელს უბედურებას, რაც თვითონ დაიმართეს
ეს არის ქართველი რადიკალიზმის ნოუჰაუ, მსოფლიოში ასეთი მეორე ფაქტს მე ვერ ვიხსენებ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ელენე ხოშტარიას შიმ...