ლევან მაჭავარიანი: როდესაც ბატონი ფიშერი ამბობს, რომ „დიფ სთეითის“ არსებობა „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, ამით ირიბად შეურაცხყოფას აყენებს აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციას და ბატონ ტრამპს

მთლიანად გასულია ვენის კონვენციის ფარგლებიდან და შიდა პროცესებშია ჩართული, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის ელჩზე საუბრისას.
„ხან სასამართლოებზე დადის, ხან მოსამართლეებზე ზეწოლას ცდილობს, ხან ამბობს თუ რომელ მსჯავრდებულს რა სანქცია უნდა მოჰყვებოდეს და რამდენი წელი, თუ რამდენი თვე არის საკმარისი ამისთვის, ხან ქალბატონ ხოშტარიასთან მიდის და ნაცვლად იმისა, რომ მოუწოდოს თვითდაზიანების შეწყვეტისკენ, პირიქით მოტივაციას აძლევს, რომ შიმშილობა გააგრძელოს და ა.შ.“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ „დიფ სთეითი“ არ არსებობს.
„ამ თემაზე უკვე ნახევარი მსოფლიო საუბრობს და როდესაც ბატონი ფიშერი ამბობს, რომ ეს თითქოსდა ქართული ოცნების პროპაგანდაა, ამით ირიბად შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას და ბატონ ტრამპს. ანუ, ბატონი ტრამპი და მოქმედი ადმინისტრაცია თურმე წამოეგო ქართული ოცნების ე.წ. პროპაგანდაზე? გასცეს მაშინ პასუხი მან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1751723120
საზოგადოებაკობა კობალაძე: საკმაოდ ბევრი თარიღია ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, როდესაც სამაგალითო გმირობის მომსწრენი გავხდით. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდი იყო კამანში - დიდება გმირებს
32 წელი კამანის ტრაგედიიდან. დღეს, აფხაზეთში, სოფელ კამანში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა...
1751722970
საზოგადოებადავით მათიკაშვილი პრეზიდენტის შეთავაზებაზე: წესით, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, ვისაც სურს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამ შანსით უნდა სარგებლობდეს
მიხეილ ყაველაშვილმა მკაფიო განაცხადი გააკეთა, როდესაც დანაშაულში მხილებულ ადამიანებს შანსი მისცა, რომ სრულყოფილად ჩაერთონ არჩევნების პროცესში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო...
1751722925
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: გერმანიის ელჩი ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს?
ის ამბობს, რომ ელენე ხოშტარია რადიკალი არ არის. წარმოგიდგენიათ როგორი ტყუილი და თვალში ნაცრის შეყრაა ჩვენი საზოგადოებისთვის ეს. თან, იმ პიროვნებისგან, რომელიც ჩვენი მეგობარი გერმანიის წარმომადგენელია...
1751722857
მსოფლიოტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკში მყოფ ათობით ბავშვს ეძებენ
ტეხასის შტატში წყალდიდობის შემდეგ, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკიდან დაკარგულ ათობით ბავშვს ეძებენ. მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარ...
1751722794
მსოფლიოერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ბოლოდროინდელი „სამწუხარო მოვლენები“ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს არ მიაყენებს. ამის შესახებ თურქეთის ლი...