მაია ბითაძე: პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა - აღარავის აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს ხელს უშლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში
ბუნებრივია, პრეზიდენტს გადაწყვეტილება შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გონივრული გადაწყვეტილებაა ამ პოლიტიკური ვითარებაში, სადაც სპეკულაციებისა და ასე ვთქვათ სიცრუის ტირაჟირების ფონზე ჩვენი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები უცხოეთიდან ცდილობენ, რომ დღის წესრიგში დატოვონ რადიკალური ოპოზიცია და ასულდგმულონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ, რითაც გამოეხმაურა ციხეში მყოფი ოპოზიციის ლიდერებისთვის პრეზიდენტის შეთავაზებას.
მისი თქმით, ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, არის იმის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიციის მხილება ჰქვია.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ეს განცხადება იძლევა იმის საშუალებას, რომ საბოლოოდ წერტილი დაესვას მანიპულაციებს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ხელმძღვანელების საპატიმროში ყოფნა გამოწვეულია მათ მიერ კანონის დემონსტრაციულად, მიზანმიმართული დარღვევით. შესაბამისად. პრეზიდენტის გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ არის მათი მხილება წინასწარი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ადამიანები, არის კიდევ ერთი შანსი და ასე ვთქვათ საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი იმისთვის, რომ მიეცეს საშუალება რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მით უმეტეს, მათი ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მაგრამ ჩვენ უკვე მოვისმინეთ მათი განცხადებები, რომ ისინი არ მიმართავენ, რაც კიდევ ერთხელ წერტილს უსვამს ყველა კითხვის ნიშანს როგორც გარეთ, ასევე შიგნით და არავის აღარ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ქართულად ოცნებასთან და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება ვინმეს ხელს უშლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში. მცდელობა, როგორც ქვეყნის შიგნიდან ასევე ქვეყნის გარედან რომ საქართველოში სიტუაცია აირიოს, კიდევ ერთხელ იქნება ჩაშლილი“, - განაცხადა ბითაძემ.
1792093540
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ყველა მიჩვეულია, რომ ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
„ყველა მიჩვეულია, რომ, ტრადიციულად, უმრავლესობის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე, და როდესაც სხვა თარიღი დასახელდა, ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია , - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო...
1792091717
ახალი ამბებინიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი გუნდისთვი...
1792089497
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს და შოთა ყიფიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლ...
1792088757
ახალი ამბებივარკეთილში საცხოვრებელ ბინაში ხანძარი იყო
ვარკეთილში ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზქურაზე აალება მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ექსკლუზივს“ განუცხადეს ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
1792086808
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ცერემონიის შემდეგ, კონფერენციის მონა...




























