მაკა ბოჭორიშვილი: უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს

უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს; პოტენციალი, რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განავითაროს ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.
„დღეს გვქონდა შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ზოგადად, მნიშვნელოვანია, საქართველომ განავითაროს ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, გამომდინარე იმ პრიორიტეტებიდან, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც შეეხება შუა დერეფანში საქართველოს როლს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაძლიერება, რაც ბუნებრივია გამოიხატება როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე პოლიტიკურ დონეზე დიალოგის გაძლიერებაში”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული.
მისი თქმით, უზბეკ კოლეგასთან განსახილველი საკითხები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკას და ურთიერთობების გაღრმავების სფეროებს მოიცავს. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია უზბეკეთის მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...