სოზარ სუბარი: საავტორო გადაცემის ავტორმა ტყუილი არ უნდა თქვას, შეურაცხყოფა არავის უნდა მიაყენოს, მაგრამ, არ მგონია, რომ უნდა დავავალდებულოთ, ყველა საგულისხმო ალტერნატიული აზრი გადმოსცეს თანაბრად

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, არჩილ გორდულაძეს, მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.
„რა თქმა უნდა, როდესაც ბრძანებთ, რომ არ არსებობს ადამიანის შეურაცხყოფისა და ცილისწამების თავისუფლება, ადამიანის ღირსებას უნდა იცავდეს კანონი, პირადი ცხოვრება უნდა იყოს დაცული და ა.შ., აქ შეუძლებელია განსხვავებული აზრი გვქონდეს. მაგრამ, არის რამდენიმე საკითხი, რომელიც, ჩემი აზრით, უნდა დაზუსტდეს. პირველი - ეს არის კანონპროექტის ის მუხლი, სადაც წერია, რომ „საავტორო პროგრამაში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება. თავიდან უნდა იყოს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება“. ჩემი აზრით, ეს საკამათო დებულებაა. არ შეიძლება, საავტორო გადაცემას იგივე სტანდარტი მოვთხოვოთ, რაც ახალი ამბების გაშუქებას. საავტორო გადაცემა იმიტომაც არის საავტორო, რომ იქ ადამიანი უფრო თავისუფლად გამოთქვამს თავის მოსაზრებას, სტუმრადაც იმას მოიწვევს, ვისი აზრიც მისთვის საინტერესოა.
არ შეიძლება, საავტორო გადაცემის ავტორს იგივე სტანდარტი მოვთხოვოთ, რასაც ვითხოვთ, მაგალითად, ახალი ამბების რედაქტორისგან, ან წამყვანისგან. საავტორო გადაცემა შეიძლება იყოს ძალიან მიკერძოებული. ბუნებრივია, მიკერძოებულობა არ ნიშნავს, რომ გადაცემის ავტორს აქვს, ვთქვათ, სიცრუის გავრცელების, ცილისწამების, ადამიანის შეურაცხყოფის ან კანონსაწინააღმდეგო მოწოდების გაკეთების უფლება, მაგრამ სუბიექტური აზრის გამოთქმის უფლებას ნამდვილად ნიშნავს. თუკი კანონი გადაცემის ავტორს დაავალდებულებს, რომ ყველა საგულისხმო ალტერნატიული აზრი გადმოსცეს თანაბრად და ყველაფერს თანაბარი დრო დაუთმოს, მაშინ ეს აღარც იქნება საავტორო გადაცემა“, - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საავტორო გადაცემაში ვერ იქნება ყველა აზრი გაჟღერებული.
მისი თქმით, ამ ტიპის გადაცემები ბუნებრივად არის ტენდენციური და მათ რომ იმავე სტანდარტის დაცვა მოვთხოვოთ, რასაც საინფორმაციო გადაცემებისგან ვითხოვთ, არ იქნება მართებული.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცხადია, საავტორო გადაცემაც არ უნდა გასცდეს კორექტულობის ფარგლებს, არ უნდა ავრცელებდეს ტყუილს, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი, მაგრამ მის ავტორს უნდა ჰქონდეს უფლება, იყოს ტენდენციური“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სოზარ სუბარს პასუხი გასცა და განმარტა, რომ ერთმანეთისგან გასამიჯნია საინფორმაციო, პოლიტიკური და საავტორო გადაცემები, თუმცა საავტორო გადაცემა არ გულისხმობს ფაქტების არაჯეროვნად გაშუქებას.
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...
1741096076
მსოფლიოსერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი
სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...