პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სავალდებულო აღარ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა.

კანონპროექტი სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ფინანსდებოდა უცხო ქვეყნის მიერ და მათი მხრიდან ხდებოდა არა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არამედ დამფინანსებელი ქვეყნებისა და ორგანიზაციების ინტერესების გატარება.

„ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ე.წ. USAID-ის სკანდალი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. გამოვლინდა, რომ არა მხოლოდ USAID, არამედ სხვა ფონდები როგორ ახდენდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ მიმართული აქციების დაფინანსებასა და რევოლუციების მოწყობას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კანონპროექტით, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებამოსილი იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხის განხილვაში, რომელიც მათთვის საინტერესოა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში მათი ჩართულობის სავალდებულოობა აღარ იარსებებს.

აგრეთვე, პროექტით ახლებურად ყალიბდება ცესკოს წევრის არჩევის პროცედურა. მომხსენებლის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით იხვეწება დღეს არსებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, არჩეულად ითვლება ცესკოს წევრობის ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის სამმა მეხუთედმა.

ცვლილებებს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე

1741096076

მსოფლიო

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს, დაშავებულია ორი დეპუტატი

სერბეთის პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კვამლის ყუმბარები და ცრემლსადენი აირი გაუშვეს. დაშავებულია ორი დეპუტატი. მედიის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს გულის შეტევა დაემართა და ამჟამად მისი მდგომარეობა...

სერბეთის პარლამენტ