მალე ქართული მართვის მოწმობის გამოყენებას, ევროპაშიც შეძლებთ
ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, როგორც „პირველი არხის“ ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა, სულ მალე საქართველოში აღებული მართვის მოწმობის გამოყენება ევროპულ ქვეყნებშიც შესაძლებელი იქნება.
ვლადიმერ კონსტანტინიდი: „უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, საკმაოდ მაღალია ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა. დიასპორის წარმომადგენლებმა გვთხოვეს დახმარება, მაგალითად, მართვის მოწმობის აღიარების საკითხში, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით. ახლო მომავალში მოხდება ამ სტანდარტების შეჯერება, ბევრი ჩვენი თანამემამულე შეძლებს, რომ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლოს“.
დღეს არსებული რეგულაციებით, ქართული მართვის მოწმობით სარგებლობა უცხო ქვეყნებში 6 თვიდან 12 თვემდეა შესაძლებელი, დამოკიდებულია ქვეყანაზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მძღოლი ვალდებულია, იმ ქვეყნის მართვის მოწმობა აიღოს სადაც ცხოვრობს. ამისთვის მას გამოცდის ჩაბარება მოუწევს. რაც ძალიან დიდი ძალისხმევსთან და თანხებთან არის დაკავშირებული. იმ შემთხვევაში კი, თუ უცხო ქვეყანა ქართულ მართვის მოწმობას საერთაშორისო ძალას მიანიჭებს, საქართველოს მოქალაქეებს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც აღარ მოუწევთ ადგილობრივი მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარება და ქართული მართვის მოწმობით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
მაგრამ საქართველოში მართვის მოწმობის მისაღებად, გამოცდის ჩაბარების კანონმდებლობა შეიცვალა და წესები ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა. 2022 წლის 25 აპრილიდან თეორიულ გამოცდასთან ერთად სავალდებულო გახდება პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ქალაქის პირობებში. კერძოდ, ეს ეხება პირველ ეტაპზე B და BE კატეგორიის მართვის მოწმობებს, ხოლო 2022 წლის 7 ნოემბრიდან ქალაქის პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიისთვის.
რაც შეეხება მანამდე აღებულ მართვის მოწმობებს, 2012 წლის 1 აგვისტოდან აღებული ეროვნული მართვის მოწმობით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში შეუძლიათ, ხოლო 2012 წლის 1 აგვისტომდე აღებულ მართვის მოწმობას, საქართველოს მოქალაქე მას საზღვარგარეთ ვერ გამოიყენებს. შესაბამისად, საჭიროა საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება. საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე 3 წლის ვადით. როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ტიპის მართვის მოწმობას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კონვენციის წევრი სახელმწიფოები აღიარებენ იმ ვადით, რა ვადაც შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობითაა დადგენილი, ანუ დამოკიდებულია რომელ ქვეყანას რა შეთანხმება აქვს საქართველოსთან, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
1792353685
მსოფლიოემანუელ მაკრონი: ძარცვაში ვინც მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. „თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწ...
1792351970
საზოგადოებაშალვა ნიქაბაძე: 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის შემთხვევაზე და ასევე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის გამო, ევროპის მხრიდან არანაირი სანქციები ქვეყანას არ ჰქონია, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც შეშფოთება ყოფილა
აკადემიკოსმა, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მმართველმა, შალვა ნიქაბაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპის ქვეყნებში პოლიციის მიერ უხეში ძალის გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც საქმე სახელმწიფო...
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...



























