მამუკა მდინარაძე: მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა

„მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებებით, გამკაცრდება შრომითი მიგრაციაც, კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ ჯანდაცვის სამინისტროს პირობების დაკმაყოფილება და დასაქმების ნებართვის აღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სანქცია დაეკისრება როგორც უნებართვოდ მომუშავე უცხოელს, ისე მის დამსაქმებელსაც.
„მეორე საკითხი შრომით მიგრაციას შეეხება: ასევე, ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები, მაგალითად, თუ აქამდე რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო იმისათვის, რომ უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო, მკაცრი პირობების გათვალისწინებით. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, პირობითად, რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა კონკრეტული მიმართულებით, სადაც არ გასცემს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამის ნებართვებს.
ეს ერთი მხრივ, გააადვილებს საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, მოგვცემს ზუსტ მონაცემებს და იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი, გადამზადების პირობებს და შესაბამის აუცილებლობას განსაზღვრავს სწორად სახელმწიფო.
ჩვენ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს: ერთი მხრივ, გვაქვს შრომით ბაზარზე დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით და მეორე მხრივ, მართალია, საგრძნობლად შემცირდა ეს რაოდენობა, მაგრამ, კვლავ ბევრი ადამიანი გვყავს დაუსაქმებელი. ამით ჩვენ საშუალება მოგვეცემა, განვსაზღვროთ ის სფეროები, სადაც შეიძლება დასასაქმებელი პირების გადამზადებით მივიღოთ მეტი დასაქმებული საქართველოს მოქალაქე - ეს არის მთავარი.
რა სანქციები იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს დაარღვევენ: სანქცია, მკაცრი ჯარიმა არ იქნება მხოლოდ უცხოეთის იმ მოქალაქისათვის, რომელიც ნებართვის გარეშე იმუშავებს, არამედ, ეს სანქცია და ჯარიმა იქნება დამსაქმებლისთვისაც, იმისათვის, რომ არალეგალურად არ დაასაქმონ უცხოელი მოქალაქეები და როგორც უკვე გითხარით, დეფიციტური პროფესიები დაიდენტიფიცირდება. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ ასეთი სამართლებრივი რეგულაციებით პასუხისმგებლობიანი ქვეყანა ვიქნებით, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც, ამ პირობებს ჩვენ მკაცრად შევასრულებთ და აქაც არავის ექნება იმის საფუძველი და საბაბი, რომ ამ მიმართულებით რაიმე შენიშვნა მოგვცეს და ეს, შესაბამისად, ადგება ვიზალიბერალიზაციასაც“, - აღნიშნა მდინარაძემ.
როგორც მან განმარტა, სიახლეა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე საინვესტიციო პირობებით, კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 100 ათას დოლარიანი უძრავი ქონების შეძენის ნაცვლად, მოუწევთ 150 ათას დოლარად შეფასებული უძრავი ქონება შეიძინონ ერთ წლიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად.
„მესამე მიმართულება - ეს არის საინვესტიციო ნებართვების მიმართულება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს 100 000 დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას, მასზე შესაძლებელია, ერთი წლით, შესაბამისი დისკრეციით ოღონდ და არა ყველა ვარიანტში, გაიცეს ბინადრობის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სტატისტიკა, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ასეთი ნებართვა მიიღო 16 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ და აქედან დღეს, ეს ბინადრობის ნებართვა სულ შენარჩუნებული აქვს 3600 ადამიანს, ამის მიუხედავადაც კი, ჩვენ ვზრდით, ცოტათი ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და 100 000 დოლარის ნაცვლად, ეს იქნება 150 000 დოლარის ეკვივალენტი, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და გამკაცრდეს ეს პირობებიც. თუმცა, ეს არ არის ის სფერო, სადაც დეველოპერებს უნდა „დავარტყათ“ და გავზარდოთ არაბუნებრივ თანხებამდე, იმიტომ, რომ 3600 ადამიანი ბინადრობის უფლებით, რაიმე საშიშროებას, როდესაც ამაზე აპელირებენ ხოლმე, ნამდვილად არ წარმოადგენს. ეს რაც შეეხებოდა მიგრაციის თემებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1750697742
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უვიზო მიმოსვლას დიდი სიფრთხილით ეკიდება, იმედი მაქვს, მათში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს
„იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, რომლებიც საქართველოში დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ და საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რომ ხმა ოპოზიციური პარტიებისთვის მ...
1750695936
მსოფლიოხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწ...
1750693987
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: კეიპტაუნის კონვენციაზე მიერთება საქართველოში ავიაციის მნიშვნელოვან განვითარებას ხელს შეუწყობს
საქართველო „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების პროცედურებს ასრულებს. შესაბამისი პროექტი მთავრობამ პარ...
1750693004
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს
„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედია...
1750690354
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...