მარიამ ქვრივიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი და კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივ სავაჭრო - ეკონომიკურ თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საქართველოს და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობებს ახალ საფეხურზე აიყვანს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველოს ავიაბაზარზე ბრიტანული ავიაკომპანიების - „ბრიტანული ავიახაზებისა“ და „იზიჯეტის“ შემოსვლა ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. „ჩვენ ორივე ბრიტანულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით დავიწყეთ გაერთიანებულ სამეფოში მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. ისინი ხელს შეუწყობენ საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ცნობადობის ზრდას ბრიტანეთში, რაც დადებითად აისახება ამ ქვეყნიდან ტურისტული ვიზიტების დინამიკაზე“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ რეისები თბილისა და ლონდონს შორის დაახლოებით 90 - პროცენტიანი დატვირთვით სრულდება, მგზავრთა დიდი ნაწილი კი გაერთიანებული სამეფოდანაა, რაც აძლიერებს ტურიზმის დივერსიფიკაციის სამთავრობო პოლიტიკას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ პირდაპირი ფრენები ლონდონთან, ტურიზმის გარდა, ეკონომიკის სხვა სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს, რადგან როგორც საქართველოს, ისე ბრიტანეთის ბიზნეს სექტორის მხრიდან გამოხატული იყო დიდი მოლოდინი და ინტერესი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თბილისი - ლონდონის პირდაპირი რეისით დაკავშირებამ ასევე აამოქმედა დამატებითი სატრანზიტო ხაზი აშშ-ს მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაერთიანებული სამეფოს საელჩოსთან ერთად დამატებით ძალისხმევას მიმართავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიმართულებით.
1747403906
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ტყუილში უნდა ვამხილოთ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ირაკლი კობახიძეს არ ჰქონია კომუნიკაცია არავისთანო, შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესალმებიან კობახიძე და მაკრონი ერთმანეთს და ცვლიან ინფორმაციას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მო...
1747403159
ახალი ამბები2025 წლის აპრილის მონაცემებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 69 ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების...
1747402956
საზოგადოებადავით მათიკაშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ელჩების დასწრებაზე: ეს არის სასამართლოზე ზეწოლა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი სასამართლოზე ზეწოლად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე გერმანიის, ესტო...
1747401104
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7425 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1747399557
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილეობს. სამიტის მონ...