მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით იკეტება

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტი მომზადდა შპს „პრობილდ ექსპერტის“ მიერ, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით.
„როგორც იცით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოები გარკვეული ვადით შეფერხდა. აღნიშნული შეფერხების ძირითად მიზეზს წარმოადგენდა სადგურის მოსაცდელი ბაქნის ჭერზე არსებული აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შედეგად, უშუალოდ რკინა-ბეტონის თაღის კონსტრუქციის მდგრადობის დამატებითი კვლევების აუცილებლობა, რაც მოთხოვნილი იყო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.
მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1751300614
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა
„ამ დრომდე, საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“, - ასე ეხმიანება გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვი...
1751298388
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური ლიდერი, საპასუხოდ კი არაფერიც არ მომხდარა - 1500-მდე კაცი შეიკრიბა მხოლოდ
„ოპოზიცია გაკოტრების გზას არ ადგას, ოპოზიცია დგას უფსკრულის პირას“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, სამართლიანად დააკავეს თითქმის ყველა ოპოზიციური...
1751296972
საზოგადოებასაქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართ...
1751296087
სპორტიძაკარდო კვარასა და ქართველ ტალანტებზე: იმედია, „პსჟ“ „ნაპოლის“ შეხვდება, რადგან კვარა ნეაპოლელი ფანების ტაშს იმსახურებს, ბევრმა გუნდმა თვალი უნდა ადევნოს
ვეტერანმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ Tuttomercato-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მან, ასევე, დაასახელა ქართველი ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი და წამყვანმა ევროპუ...
1751296040
საზოგადოებაანდრია ბასილაია: გამოვლინდა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ძვირად ღირებული მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, მოხდა კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და შემუშავდა ახალი პროგრამა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება
სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება პრიორიტეტია ქალაქისთვის და ყოველწლიურად ნახევარი მილიონი თბილისელი ბენეფიციარი იღებს ამ სიკეთებს, რაც ამ პროგრამებში გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბ...