მეუფე იაკობი: საქართველოზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის, ყველამ შევიყვაროთ ერთმანეთი, ძვირფასი გვაქვს საქართველოზე რამე?!

„საქართველოზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. დაგვანებეთ ქართველებს თავი, ქრისტიანები ვართ და ქრისტე არ გაგვწირავს“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ყველამ ერთმანეთი უნდა შეიყვაროს და პოლიტიკური პარტიების გამო დაყოფილი არ უნდა იყვნენ.

 

„ღმერთს ვთხოვ, მალე დამდგარიყოს ისეთი პერიოდი, აბსოლუტურად ყველა საქართველოდან წასული ის ადამიანი ვისთვისაც ძვირფასია - ღმერთი და საქართველო, ყველა დაგვიბრუნდეს და ღირსეული ცხოვრების მატარებელი ყოფილიყოს. იქიდან, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს საქართველოზე უცხოეთში მყოფებმა რაღაცები არ ილაპარაკონ ჩვენთვის გულსატკენი იმიტომ, რომ ვფიქრობ, უფლება არ აქვთ ასე გველაპარაკონ იმ ადამიანებს, რომლებიც არასდროს არ გავქცეულვართ საქართველოდან. იმათზე არ ვლაპარაკობ, ვინც ოჯახებს ინახავს და ჩამოსვლას აპირებს.

 

ჩატარდა არჩევნები, ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას არ მოეწონა და დავრბივართ ქუჩებში. აქეთ ის ხალხია, რომელიც რომ ფიქრობდეს, მართალი ხარ, შენ თავს არავის არ დააჩაგვრინებს. დღეს, ყველა რომ შევრიგდეთ და ერთად ვიყოთ, თქვენ რა ჰგონიათ, ევროპარლამენტი ისევ იმავეს არ გააგრძელებს?! მერე იტყვიან ყველა ეგეთები ხართო. ქუჩაში რომ დარბიან, იმათგან მინდა მოვისმინო საღი აზრი, მაგრამ არავითარი საღი აზრი არ არის. ვხედავ, ვნება აქვთ ბოლომდე გაიტანონ თავისი, 2 რამის გარდა არაფერს არ იძახიან - ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. შე დალოცვილო, პატიმრები რამ გამოიწვია, იქნებოდა პატიმრები უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? სად ჩადიხართ, ვის ხვდებით?! ვის უყვარს ადამიანი, ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს. კი, თავიდან მიგიღებს, მაგრამ მერე ხელს არ შეგიწყობს, გინდ მოგიყვანოს მერე რაღაცას დაგავალებს. წილხვედრი ქვეყანა ვართ,თითოეული ქართველის გულში ქრისტეა და რა უფლება გაქვს, მიშლი ცხოვრებას?! მშვიდობიანი აქციის დროს რომ ეცემათ, პირდაპირ ჩავერეოდი და დავიცავდი.

ჩვენ, ღმერთთან არ უნდა შევცდეთ. დაგვანებეთ ქართველებს თავი, ქრისტიანები ვართ და ქრისტე არ გაგვწირავს. დიდი ძალა აქვს ეკლესიას, წესიერად იყვნენ. ყველას მოვუწოდებ, ჩვენ ჯანსაღი ურთიერთობები გვინდა ყველასთან. გვინდა ჯანსაღი ურთიერთობა ეს იქნება - ევროპა თუ ბალტიისპირეთი. ვინც მტერია ჩვენი იმასთანაც გვინდა ჯანსაღი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ რაც გვეკუთვნის ის მოგვცენ.

ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება, ბევრი კარგი გასაკეთებელია. იმათ, ვინც მეორე მხარეს დგას, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ, ეს მეგობრობის აქტი არაა ჩემთვის, ეს საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია. ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ. საქართველოზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის. არ მივიყვანოთ საქართველო იქამდე, შიგნით რამე მოხდეს, უცხოელებიც ვერ გიშველიან, მერე ჩვენც ჩავერევით, არ გემუქრებით, მაგრამ ვერ გააკეთებთ იმას, რაც გინდათ. სამარცხვინოდ დამთავრებას სჯობს, წესიერად ვიყოთ. მოგიწოდებთ, ყველამ შევიყვაროთ ერთმანეთი. პოლიტიკური პარტიების გამო რატომ უნდა ვიყოთ დაყოფილი? ჩვენ ხომ ერთნი ვართ. ძვირფასი გვაქვს საქართველოზე რამე?! თუ ბალტიისპირელები უფრო დააფასებენ, თუ ზელენსკი დააფასებს საქართველო, თუ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ა.შ. ისინი რასაც აკეთებენ, თავიანთი ქვეყნების საკეთილდღეოდ აკეთებენ და მართლებიც არიან. ის ოკუპირებული 20% დასაბრუნებელია. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. შეხედეთ, იმისთვის, რომ ევროკავშირში და ნატოში შევსულიყავით რამოდენა მსხვერპლი გავიღეთ.

უკრაინამ, როდესაც დაიწყო ნატოზე ლაპარაკი - დღეს რა დღეშია. ამერიკას უნდა, ომი დაასრულოს, ბრიტანეთს და ევროპას არ უნდა, ვინ გაწყდება? ისევ უკრაინელები. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. რუს ვერ შეცვლი. რად უნდათ ამდენი მიწა ჩემთვის გაუგებარია. ფრთხილად და ჭკუით ვიყოთ“, - აცხადებს მეუფე იაკობი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745776862

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ

 საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ სჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს, უჩა ნანუაშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ქართული გვარის მატარებელ უსამშობლოებს ვუწოდებდ...

გია ვოლსკი

1745773595

საზოგადოება

პრემიერი: ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1745773056

საქართველო

ირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი

„დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე

1745772935

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...

ირაკლი კობახიძე:

1745772736

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს

პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

ირაკლი კობახიძე