მეუფე სპირიდონი: „რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას, ასე აკეთებდა „ჰიტლერი“

სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი ანტირუსულ კამპანიას "გარკვეული ძალების მიერ ინსპირირებულს" უწოდებს და ამბობს, რომ ასე ექცეოდა "ჰიტლერი" ებრაელებს:

"მოვისმინე მე სოციალურ ქსელებში რომ ტურისტებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. სლავებს, რუს ტურისტებს. რა უნდა ვთქვათ, არაფერში არ წერია ეს. ჯერ ერთი "სტუმარ მასპინძელი" ხომ მაინც წაგიკითხავს ვაჟა ფშაველასი? მერე მეორე - პირდაპირ ჩანს, რომ ეს გარკვეული ძალების მიერაა ინსპირირებული. იქიდან მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა და მათმა ხელმძღვანელობამ, რომ რუს ტურისებს უხეშად მოეპყარით, გამოდევნეთ თქვენ თქვენი ქვეყნებიდანო. ასე აკეთებდა ჰიტლერი, ადოლფ ჰიტლერი.  საწყალ ებრაელებს დევნიდა და სადაც ნახავდა ხოცავდა ყველგან, მაღაზიაში არ უშვებდა, სასადილოში არ უშვებდა, რესტორანში არ უშვებდა თავშეყრის ადგილებში არ უშვებდა. ეს იყო საშინელი დევნა ებრაელი ხალხის მიმართ, ახლა თქვენ აკეთებთ ამას რუსების მიმართ. ეს არის. ეს ხომ საშინელი მკრეხელობაა. ის ჰიტლერი იყო ოფიციალური სატანისტი." - თქვა სპირიდონმა ქადაგებაში.

სასულიერო პირმა უკრაინის პრეზიდენტიც ლანძღა და "სატანისტი" უწოდა - "რასაც ის სატანისტი ჰიტლერი აკეთებდა, იმას აკეთებს ეგ კაცი და ჩვენ ნუ ავყვებით მაგას შვილო" - მიმართა მრევლს სპირიდონმა.

მეუფე სპირიდონის აზრით, უკრაინაში რუსეთის აგრესია  ზელენსკის "ცოდვებისა და სატანისტური  იდეოლოგიის" ბრალია და მათ ახლა უნდათ "მეორე ფრონტის" გახსნა საქართველოში და რუსეთისა და საქართველოს დაპირისპირება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე დააკავეს ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით

🔵 სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს და ვახტანგ გომელაურს მიმართავს

🔵 ამერიკის ელჩი: გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები აქედან მოდის პოლარიზაცია და არა პარტნიორებისგან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745144824

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...

მთავრობა

1745144612

საზოგადოება

კახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!

 თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...

კახი კალაძე

1745143727

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი

 დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“.  ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...

ინგლისი

1745141357

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

 გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...

ლევან მგალობლიშვილი

1745136802

საზოგადოება

თბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...

აა