მიხეილ სარჯველაძე: დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად, ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება

„დასაქმების პროგრამა სწორედ სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენი ფუნქცია არის მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, რათა მათ, რაც შეიძლება მეტად შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე, სოციალური შემწეობის მიმღებთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით, ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

„ოპონენტების არგუმენტს ყავლი გაუვიდა, ფასიც დაკარგა, დაძველდა, არაფერში აღარ წერია ეს. უბრალოდ, მივიდნენ და დაელაპარაკონ, იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობს დასაქმების პროგრამებით. მაგალითად, სოციალურად დაუცველების დასაქმების მიზანი და დანიშნულება გახლავთ ის, რომ ამ ადამიანებმა, შეძლონ ღია შრომის ბაზარზე გასვლა, ეს მათთვის უნარ-ჩვევების განვითარების რეალური შესაძლებლობაა. ათასობით ადამიანია, რომლებმაც ჩვენი პროგრამების მეშვეობით, შეძლეს და ღია შრომის ბაზარზე დასაქმდნენ“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, სხვადასხვა პროგრამისა და დასაქმების ფორუმების მეშვეობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და მათი უნარების განვითარების მხარდაჭერაში.

„ამ პროგრამების მეშვეობით, შესაძლებელი ხდება, რაც შეიძლება მეტად გაეხსნათ ამ ადამიანებს ასპარეზის შესაძლებლობა. მოქალაქეს, რომელიც სოციალური სიდუხჭირის გამო, წლების განმავლობაში, ვერ ახერხებს დასაქმებას სჭირდება შემწეობა, მხარში დგომა და უნარების განვითარებაში მხარდაჭერა. სხვას თავი რომ დავანებოთ, არის არაჩვეულებრივი პროგრამები, რომელიც აქვს განათლების სამინისტროს, მაგალითად, პროფესიული განათლების მიმართულებით. აღნიშნული რესურსითაც ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც დღეს სამსახურს ვერ პოულობენ, რათა მათ შეიძინონ ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლის მეშვეობითაც მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლებიან.

მთავარი არის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, სახელმწიფო სთავაზობს ერთის მხრივ - განათლებას, მეორეს მხრივ - მხარს უჭერს, სამუშაო დისციპლინის, უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა შემდეგ ღია შრომის ბაზარზე გაუჩნდეს დასაქმების შესაძლებლობა. ეს არის ძალიან წარმატებული პროგრამა ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753375016

ახალი ამბები

თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით

 „კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...

ადვომმატი

1753374071

სპორტი

რევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

 აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...

რევაზი მჭედლიშვილი

1753371170

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...

მიხეილ ყაველაშვილი

1753368799

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...

პროკურატურა

1753367155

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...

დავით მათიკაშვილი