მარიამ ქვრივიშვილმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ეკატერინე სისაური წარუდგინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი, ეკატერინე სისაური წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში კორპორაციის დირექტორის პოსტს იკავებდა.

„ეკატერინე უკვე არაერთი წელია, ამ სისტემაში მუშაობს, დარგის გამოცდილი პროფესიონალია და დეტალურად იცნობს ნავთობის და გაზის კორპორაციის საქმიანობას. თავად კორპორაცია ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და დიდ საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, შრომით და თავდადებით კიდევ უფრო მეტ ახალ, მნიშვნელოვან პროექტებს გავაკეთებთ, უწყება, მთლიანად მისი გუნდი კი წარმატებულად იმუშავებთ ახალ ხელმძღვანელთან ერთად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

კორპორაციის ახალი გენერალური დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე.

ეკატერინე სისაურს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საქმიანობა მან 2018 წლიდან დაიწყო - ქონების მართვის მიმართულებით დირექტორის პოზიციაზე. 2022 წლის ივნისიდან კი, პოზიციების შერწყმის შედეგად, მისი თანამდებობა განისაზღვრა როგორც დირექტორი ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში. ამასთან, ეკატერინე სისაური სხვადასხვა დროს იკავებდა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს თავმჯდომარის, სსიპ იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის მენეჯერის მოადგილის, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტებს და ა.შ.

ეკატერინე სისაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი აქვს.

ეროვნული კომპანიის სტატუსის მქონე, დივერსიფიცირებული საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ინვესტორებთან გაფორმებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში სახელმწიფოს ინტერესებს იცავს. კორპორაცია, როგორც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელი, წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753457195

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ არა თუ ე.წ მეგობარი აქტი ნახავს დღის სინათლეს, არამედ ჩვენ აშშ-თან ამ იდეოლოგიური თანხვედრის პირობებში გვექნება შესაძლებლობა, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთსასარგებლო კავშირი

 თუკი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლებასთან ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, გააჩნია იდეოლოგიური თანხვედრა, თან ძალიან მაღალი დოზით, ეს არის აშშ-ის პრეზიდენტი - მოუსმინეთ მის რიტორიკა...

დავით მათიკაშვილი

1753455447

საზოგადოება

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი: წელს ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა

მიმდინარე წლის 6 თვეში, ფოთის ნავსადგურში, ბოლო 5 წლის ჭრილში, რეკორდული რაოდენობის კონტეინერი დამუშავდა. 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებულია 313,524 TEU კონტეინერი, რ...

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორიფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი

1753455344

საზოგადოება

საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი: გადაზიდვების სექტორის ზრდადი დინამიკა პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკისთვის

საქართველოს გადაზიდვების სექტორში 2025 წლის პირველ ნახევარში ზრდადი დინამიკაა. კერძოდ, იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით, რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, მათ შორის - შუა დერეფა...

გივი თხელიძემ

1753454578

საზოგადოება

გურამ გურამიშვილი: საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდა მეტყველებს, რომ ქვეყანაში სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა ხორციელდება

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების ზრდადი დინამიკა 2025 წელსაც გრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ია...

გურამ გურამიშვილი

1753453661

სპორტი

ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების გამარჯვებულია

ქართველი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე ევროპის ახალგაზრდული პარათამაშების ჩემპიონია – ქართველმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ევროპის პარათამაშებზე საქართველოს ახალ...

ანა ჯაფარიძე