მიხეილ სარჯველაძე: ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, ეს გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამალდამოკიდებული

„ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა, რომელიც დაწყებულია, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული. ეს გულისხმობს, იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ აღარ იქნება წამალდამოკიდებული“, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიზანია, ქვეყანა ეფექტიანად ებრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციას და მათი არამიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას.
„ადრე მანკიერი, ე.წ. ლიბერალური მიდგომებით, ბევრ პროგრამას ჰქონდა ფუნქცია დაკარგული. ის არ ფუნქციონირებდა იმ მიზნით, რომ განკურნებულიყო წამალდამოკიდებული ადამიანი. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ გვექნება შესაცვლელი. ჩვენ შევეცდებით, რომ თითოეული ნაწილი შედეგზე იყოს ორიენტირებული. ეს გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ისეთი, რომელიც მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ, სულ მცირე, შეძლებს, აღარ იყოს დამოკიდებული წამალზე. ამისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული.
ჩვენ, ამ მხრივ, ფართო მასშტაბით გვაქვს მუშაობა დაწყებული. მათ შორის - ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებით, ესეც თავის მხრივ, მკურნალობის ეფექტიანობას ემსახურება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია პროცედურები, პროგრამების შემუშავება, ფსიქოლოგის ჩართულობა.
15 აგვისტოდან უქმდება კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პუნქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას და შევეცდებით, რომ ეს ყველაფერი მოვარგოთ პაციენტების ინტერესებს, თუმცა
მათაც მოუწევთ სიახლეების მიღება.
ჩვენ შევქმენით ერთი კონკრეტული პუნქტი, სადაც ყველაფერი გვაქვს მზად, რომ დავიწყოთ იმ პროგრამის განხორციელება, რასაც ჰქვია იძულებითი მკურნალობა. ნებისმიერ გამოწვევისთვის მზად ვართ, ვინაიდან არ ვიცით წინასწარ, რა სირთულის პაციენტთან გვექნება საქმე და როგორი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. გზადაგზა ბევრი რამ გვექნება დასაგეგმი. ჩვენ ამ გეგმებზე ვმუშაობთ.
ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე დაახლოებით 100-დან 150 ადგილამდე გვექნება განსაზღვრული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1753375016
ახალი ამბებითვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით
„კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...
1753374071
სპორტირევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...
1753371170
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...
1753368799
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...
1753367155
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...