„მიკვირს, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება“ - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

მიკვირს, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე პლენარულ სხდომებსა და კომიტეტებში.

„რიგგარეშე სესია მოიწვია საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის 44-ე მუხლის თანახმად. სხდომა 46 დეპუტატის მოწვევის საფუძველზე მოვიწვიეთ. პრეზიდენტმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ დრო არ არის დასაკარგი, ოპოზიციამ და პოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ, როგორც სამუშაო ჯგუფებში, ასევე პლენარულ სხდომებში, კომიტეტებში, რათა რეკომენდაციები შესრულდეს“, – აღნიშნა მსხილაძემ.

კითხვას იმის შესახებ, რომ უმრავლესობა არ აპირებს სხდომებში მონაწილეობის მიღებას, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ უკვირს, როცა საპარლამენტო რესპუბლიკაში რიგგარეშე სესიის მოწვევა რაღაც დესტრუქციულ ნაბიჯად ითვლება, მით უმეტეს, როცა ასეთ განცხადებებს პარლამენტის წევრები აკეთებენ.

„პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს კომიტეტებსა და პლენარულ სხდომებზე“, – განაცხადა მსხილაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, რომ არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას. ისინი აღნიშნავენ, რომ ფრაქციის 81 წევრიდან რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არავინ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მაპატიე დე, რომ ვერ დაგიცავი ამ სატანის მოციქულებისგან“ - საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის დედა ემოციურ წერილს აქვეყნებს

🔵 საბერძნეთში 34 წლის ქართველი აფთიაქში შეიჭრა და თანხა მოიპარა - "პოლიციამ იგი, ფაქტზე დააკავა"

🔵 იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი - 112 მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752782134

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია

წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...

შალვა პაპუაშვილ

1752782104

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე

ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...

შალვა პაპუაშვილი

1752782050

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ

სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...

შალვა პაპუაშვილი

1752779680

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...

: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

1752776306

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია

უნგრეთში ჭიდაობაში სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ტაჯიკი მაგომეტ ევლოევი დაამარცხა. ვლადიმერ გამყრელიძემ ფინ...

ვლადიმერ გამყრელიძე