გიორგი აბუაშვილი - იმედია, „მეცის“ მაისურით ბევრი გოლის გატანას შევძლებ
გიორგი აბუაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცში“ განხორციელებულ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მიხარია, რომ „მეცს“ შევუერთდი და ამ გუნდის მაისურით ვითამაშებ. მოუთმენლად ველი პირველ თამაშს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახსა და აგენტებს ნდობისა და ყოველდღიური დახმარებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახალი გუნდის მაისურით ბევრი გოლის გატანას შევძლებ“.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ფოთის „კოლხეთის“ 22 წლის თავდამსხმელი „კოლხეთმა“ ერთწლიანი იჯარით გაუშვა. ცოტა ხნის წინ „მეცში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი – გიორგი წიტაიშვილი ჩაირიცხა.
გიორგი აბუაშვილმა კარიერა „დინამო თბილისში“ დაიწყო, 2021 წლის ზაფხულში პორტუგალიის „პორტუში“ გადავიდა, საიდანაც კარიერა რუმინეთის „პეტროლულში“ განაგრძო, ბოლოს კი ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავდა.
2025 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საფრანგეთის ნაკრებთან თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
1771094595
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ
ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-...
1771094391
საზოგადოებაპრემიერი: შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას - თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული
თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „...
1771094339
საზოგადოებაპრემიერი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას
ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ე...
1771093739
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას
საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას, - განაცხადა საქართველოს...
1771092259
საზოგადოებამარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია
ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...


























