ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელმძღვანელს რობერტ ლუკასს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის ხელმძღვანელს რობერტ ლუკასს შეხვდა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა სების ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მხარეებმა ცენტრალური ბანკების რეზერვების დაგროვებისა და ადეკვატური მოცულობით შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელობას სტრესული სიტუაციებით გამოწვეული კრიზისებისგან ქვეყნის და მისი ფინანსური სისტემის დასაცავად.

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამასთან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, RAMP-ის მხარდაჭერით, ეროვნულმა ბანკმა რეზერვების მართვის შესაძლებლობები საგრძნობლად გააუმჯობესა, „იყიდე და ფლობდე“ მიდგომიდან ის უფრო დახვეწილ, აქტიურ საინვესტიციო სტრატეგიებზე გადავიდა.

„მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობით, სების სავალუტო რეზერვების მართვის პროცესი მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაიქმნა, დაინერგა რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდები რითაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადო ადგილის დამკვიდრება შეძლო რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, RAMP-ის პროგრამის ხელმძღვანელმა რობერტ ლუკასმა შემდგომი თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარების, რეფორმების მხარდაჭერისა და ტექნიკური დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 2009 წლიდან არის RAMP-ის წევრი, ხელშეკრულება კი 2024 წლის ოქტომბერში კიდევ სამი წლით განახლდა. ეროვნული ბანკი აგრძელებს RAMP-ის კოლეგებთან გამოცდილების გაზიარებას რაც როგორც ვიზიტებით, ისე დელეგაციების მასპინძლობით გამოიხატება.

რეზერვების მართვის საკონსულტაციო პროგრამის (RAMP) ფარგლებში, მსოფლიო ბანკი 2001 წლიდან დახმარებას უწევს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს და სახელმწიფო და სუვერენულ ფონდებს. პროგრამის მიზანია ქვეყნების მიერ სავალუტო რეზერვების უფრო ეფექტიანად მართვის ხელშეწყობა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745770334

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე - იორდანიის ხელისუფლებასთან ვისაუბრეთ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის ხელშეწყობაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის დელეგაციის წევრებმა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას იორდანიის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთი მოი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1745764022

ახალი ამბები

მეუფე შიო: ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი

„ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგ...

ლლლ

1745763726

მსოფლიო

ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს საფლავის კადრები გაავრცელა

ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს საფლავის კადრები გაავრცელა. ანდერძის თანახმად, პაპის საფლავის ქვაზე მხოლოდ ერთი სიტყვა „ფრანცისკეა“ ამოკვეთილი. პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, 88 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა....

პაპ ფრანცისკეს საფლავი

1745762649

სპორტი

გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის „ლა ლიგა ორში“ მორიგი გოლი გაიტანა

გიორგი წიტაიშვილმა ესპანეთის ლა ლიგა ორში მორიგი გოლი გაიტანა და „გრანადას“ გათამაშების ლიდერ „ელჩესთან“ მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა ლა ლიგა 2-ის დაპირისპირებაში ქართველი შემტევი „გრანადის...

გიორგი წიტაიშვილმ

1745761098

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე შერეული გუნდური ტურნირი მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობის ფინალშია, სადაც იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება...

ძიუდოისტთა ნაკრები