ნიკოლოზ სამხარაძე - იორდანიის ხელისუფლებასთან ვისაუბრეთ იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის ხელშეწყობაზე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ და კომიტეტის დელეგაციის წევრებმა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას იორდანიის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთი მოინახულეს, რომელზედაც ქართული კულტურული ცენტრი უნდა აშენდეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში საუბრები გვქონდა იორდანიის ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ და ხელი შეუწყონ ქართული კულტურული ცენტრის მშენებლობის პროცესს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს იორდანიაში არსებული მე-11 საუკუნის ქართული მონასტრის, შიხანის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები და ადგილობრივი არქეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელს სამომავლო გეგმებთან და სამუშაოებთან დაკავშირებით ესაუბრნენ.
„ისტორიულად დადასტურებულია, რომ შიხანის მონასტერი არის ქართველების მიერ დაარსებული ერთ-ერთი მონასტერი წმინდა მიწაზე და მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდეს, რათა შენარჩუნდეს ქართული კულტურული კვალი იორდანიაში,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იორდანიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
1745776862
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ
საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ სჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს, უჩა ნანუაშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ქართული გვარის მატარებელ უსამშობლოებს ვუწოდებდ...
1745773595
საზოგადოებაპრემიერი: ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ საქართვე...
1745773056
საქართველოირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი
„დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1745772935
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1745772736
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს
პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...