ნათია თურნავამ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში გენდერულ საკითხებს, საზოგადოებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ფინანსურ ჩართულობას, მათი როლის ზრდასა და ქალთა გაძლიერებას მიეძღვნა.
შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ ქალთა გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
სების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მაღალი და საშუალო მენეჯმენტის 54% და სამეთვალყურეო საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი ქალია.
ნათია თურნავამ ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და ქალების ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით შექმნილ ბარიერებზეც გაამახვილა ყურადღება. სების პრეზიდენტი დამსწრე საზოგადოებას ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსა მის როლს საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიაში.
„2020 წელს ჩვენ დავნერგეთ ფინანსური განათლების პორტალი, ხოლო 2023 წელს დავამტკიცეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლებული ვერსია. ორივე დოკუმენტში ქალები პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენენ. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციული მმართველობის გასაუმჯობესებლად. განახლებული კორპორაციული მმართველობის კოდექსის მეშვეობით, ჩვენ შემოვიტანეთ გენდერული კვოტები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკების სამეთვალყურეო საბჭოებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომა მიზნად ისახავს ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის ფინანსებზე წვდომის ხარვეზისა და სექტორში გენდერული ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.
1745776862
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ზურაბიშვილსა და ნანუაშვილზე: ეს არ არის მხოლოდ თვითაღიარება და თვითლუსტრაცია, ეს არის სერიოზული დანაშაული ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ
საზოგადოების დიდ ნაწილს კიდევ სჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესი, როდესაც სალომე ზურაბიშვილს, უჩა ნანუაშვილს თუ ნებისმიერ სხვას, ქართული გვარის მატარებელ უსამშობლოებს ვუწოდებდ...
1745773595
საზოგადოებაპრემიერი: ევროინტეგრაცია რჩება უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა თვალსაზრისით
მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო მოაზრებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არც შანტაჟს დავექვემდებარეთ და თან კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, - ამის შესახებ საქართვე...
1745773056
საქართველოირაკლი კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი
„დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1745772935
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძ...
1745772736
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ყველა თვალსაზრისით იყო ურთულესი ვითარება, პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს
პოლიტიკაში შემოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გააკეთა განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით და საზოგადოება გაჰყვა სწორედ ამ გზავნილებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...