„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული მამუკა კვარაცხელია: ათივე თითი, 6 ნეკნი და ლავიწის ძვალი მოტეხილი მქონდა, თავში არ მირტყამდნენ, რათა ტკივილი შემეცნო და გამეგო რატომ მსჯიდნენ - ვაშლიჯვრის ტყეში დამაგდეს, ძაღლმა მიპოვა

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე განიხილება, სპორტულმა ჟურნალისტმა მამუკა კვარაცხელიამ მისი გატაცების და ცემის ფაქტზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, რამდენიმე პირი 30-45 წუთის განმავლობაში სცემდა, ათი თითი, ექვსი ნეკნი, ლავიწი და სხვა ძვლები ჰქონდა მოტეხილი, შემდეგ კი ხელფეხშეკრული დააგდეს ვაშლიჯვრის ტყეში. მისივე თქმით, უკვე, სხეულს ვერ გრძნობა, როდესაც ძაღლმა იპოვა.
„შავი ზღვის ქუჩაზე ვარ და როგორც კი ავუხვიე, დიდი შავი უნომრო ჯიპი, აშკარად, მეჯახება. მეთქი, ეტყობა მთვრალია ვიღაცა და გვერდზე გადავაყენე მანქანა. სანამ მე გადავაყენებდი, ოთხი 2 მეტრიანი ტიპი ნიღბებით გადმომხტრები არიან, გამოგლიჯეს კარები და ეგრევე მეცნენ, შემათრიეს თავის მანქანაში, რაღაც წამებში, კინოებში რომ გინახავთ ეგეთი რაღაც მოხდა. თავზე, რა თქმა უნდა, ნიღაბი, ხელები უკან გაკრული, ფეხები უკან გაკრული და ეგრევე დამუშავება დაიწყეს. არავის არ ვუსურვებ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნას, როცა ვეღარ ხედავ გონება მოქმედებს და დაახლოებით მივხვდი, რომ თბილისის ზღვაზე ამიყვანეს. იქ წავიდა სერიოზული ფიზიკური დამუშავება, ძალიან პროფესიული ცემა. სამი ტიპი მირტყამდა როგორც მივხვდი და ერთი რაციაზე იჯდა, იმიტომ, რომ რაციის ხმა ისმოდა სულ და იყო საშინელი შეურაცხყოფა.
მესმის, რომ დავალება გაქვს მიღებული და ადამიანის სცემ, ეს კიდევ მესმის, მაგრამ როდესაც ადამიანს აგინებ, მის ახლობლებს, მის ოჯახს, ნიშნობის ბეჭედიც კი მომაძვრეს ხელიდან და ალბათ, იცოდნენ ჟურნალისტი ვიყავი და ათივე თითი მოტეხილი მქონდა, თითებში მირტყეს. რაც მოვახერხე უკან, მახსოვს, რომ მარცხენა ხელი გადავაფარე მარჯვენას და საშინელ დღეში მქონდა მარცხენა ხელის თითები. 6 ნეკნი მოტეხილი, მერე, როგორც დასკვნიდან წავიკითხე, ლავიწის ძვალი, უკანა ძვალი და ა.შ. თავში არ მირტყამდნენ, რომ ტკივილი შემეცნო, არ გავთიშულიყავი და გამეგო რატომ მსჯიდნენ. მეუბნებოდნენ, რომ შენ კაი ბიჭებზე რაღაცეები გითქვიაო და ესაო და ისაო და ჩვენ ცხინვალიდან ჩამოვედით, შენი მანქანის მოსაპარადო. ესე იგი 12 წლის „Mitsubishi Pajero“-ს მოსაპარად ჩამოვიდნენ ცხინვალიდან. ომამდე დარჩენილია თვე-ნახევარი, ჩიტი ვერ შეფრინდება ცხინვალში და აქეთ, გესმით ახლა რა პერიოდია. შეიძლება იღებდნენ კიდეც, რადგან მე მივხვდი, რომ ცოტა ხანს რომ გავუძალიანდი, ხმას არ ვიღებდი, ვითმენდი ტკივილს და მერე მივხვდი, რომ ამათ უნდოდათ პირიქით მეხვეწა, რომ ბიჭებო არ მომკლათ და რაღაცა.
დაახლოებით, 30 - 45 წუთი გაგრძელდა ეს სერიოზული ცემა, ღმერთმა ყველა დაიფაროს, ერთ წერტილში 10-ჯერ რომ ურტყამენ ადამიანს, ეს არის საშინელი ტკივილი და ჭკუიდან გადაჰყავხარ ტკივილს, თან გაგინებენ. მერე, რატომღაც ისე მოხდა, რომ მანქანაში მქონდა ჩემი სამი პასპორტი ვიზებით, მობილურები, რაღაცეები და რომ ნახეს, ეტყობა ეს ნამეტანი სამშობლოს მოღალატეს არ გავსო, ინფორმაცია ჰქონდათ, უბრალოდ, სახელი, გვარი და მანქანა და მერე ეტყობა რაციაზე ვინც იჯდა უთხრა, რომ UEFA-ს ვიღაც არის და მერე ეტყობა მიიღეს გადაწყვეტილება, ძლიერი ტიპები იყვნენ, ცალი ხელით ამწია ერთმა მახსოვს და წამიყვანეს ვაშლიჯვრის ტყეში, დამაგდეს გზასთან ახლოს. სადღაც ერთი საათი ვეგდე იქ, უკვე ვცივდებოდი მახსოვს, ხელებს და ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და ძაღლმა მიპოვა, ყეფა მესმოდა, ძაღლი მოვიდა, მერე პატრონი მოყვა“, - განაცხადა მამუკა კვარაცხელიამ.
1745840122
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურება მოხდება, რამდენად ფსკერზე არიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს შეუ...
1745837295
ახალი ამბებისაგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას ბრალი წარედგინა
ნიკა მელიას ბრალი წარედგინა. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინე...
1745837100
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამი...
1745835084
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე 2009 წლის 6 მაისის აქციაზე: აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი იყო, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა
ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან, ხმის ამოღება გაბედა, - ამის შესახებ საქართველოს პარლა...
1745834045
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე: მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა არსად გასაქცევი საშუალება, ყველა იმ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და როგორც მან ბრძანება გასცა, დაზიანების გარეშე არავინ არ უნდა ყოფილიყო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...