ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება, მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა უნდა შემოწმდეს
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები.
ანალიტიკოსის შეფასებით, მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპული ხელისუფლების მოქმედებებს წინასწარ ეძებნება გამართლება, საქართველოს შემთხვევაში კი შეფასებები გარემოებების შესწავლამდე კეთდება.
მეტრეველი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე საზოგადოებრივი მსჯელობა კონკრეტულ სარგებელს, ვალდებულებებსა და საქართველოს ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრივ ინტერესებს უნდა დაეფუძნოს.
„წლების განმავლობაში ქართველებს ევროპას ელდორადოდ წარმოგვიდგენდნენ, ადგილად, სადაც ყველა პრობლემა მოგვარებულია, ხელისუფლება ყოველთვის ხალხს უსმენს, მოქალაქის უფლებები ხელშეუხებელია და პოლიციელები დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს კი არა, კამფეტებს ესვრიან. თითქოს საკმარისი იყო ევროკავშირის კარზე მიგვეკაკუნებინა და სოციალური სამართლიანობა, კეთილდღეობა და დემოკრატია თავისთავად მოვიდოდა. დღეს ამ ლამაზად შეფუთულ წარმოდგენას ევროპული ქუჩებიდან გავრცელებული კადრები უპირისპირდება: ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, შეტაკებები და დაკავებები.
მიმდინარე პროტესტის უკან რეალური ადამიანების რეალური პრობლემებია: ცხოვრების გაძვირება, საცხოვრებლის ხელმიუწვდომლობა, განათლებისა და საჯარო მომსახურებების მდგომარეობით უკმაყოფილება. საფრანგეთში სტუდენტური მოთხოვნები უფრო ფართო სოციალურ პროტესტში გადაიზარდა, ხოლო პორტუგალიაში მოქალაქეები საცხოვრებლის კრიზისს აპროტესტებენ. ეს ადამიანები იმ ევროპაში ცხოვრობენ, რომელსაც ჩვენ სამოთხედ გვიხატავდნენ.
ცხადია, სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება. მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა და თანაზომიერება ყველგან უნდა შემოწმდეს - პარიზშიც, ბრიუსელშიც და თბილისშიც. მოქალაქის უფლებას ერთნაირი ფასი უნდა ჰქონდეს იმის მიუხედავად, რომელი ქვეყნის დროშა ფრიალებს მთავრობის შენობაზე. პირადად ჩემთვის მიუღებელია დამოკიდებულება, როდესაც ევროპული ხელისუფლების მოქმედებას წინასწარ ეძებნება გამართლება, ხოლო საქართველოს შემთხვევაში განაჩენი გარემოებების შესწავლამდე გამოაქვთ.
თუ დემოკრატიულ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ის ყველასთვის საერთო უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებებზე საუბარი პოლიტიკური ზეწოლის მოსახერხებელ ენად იქცევა. ამ მოვლენებში მე ვხედავ ევროკავშირის იმ არადემოკრატიულ სახესაც, რომლის დანახვა მის უპირობო დამცველებს არ სურთ: ხელისუფლების ცდუნებას, მოქალაქის უკმაყოფილებას მხოლოდ წესრიგის პრობლემად შეხედოს და პოლიტიკური პასუხი ძალოვანი პასუხით ჩაანაცვლოს. ყველა შეტაკება თავისთავად დემოკრატიის არარსებობას ვერ დაამტკიცებს, მაგრამ ვერც „ევროპული“ სახელწოდება გახდება ხელისუფლების ქმედებების ავტომატური გამართლება“, - წერს მეტრეველი.
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...































