ნიკოლოზ სამხარაძე - არ შეიძლება, საქართველოს მეგობარი იყო და ამავდროულად უბიძგებდე ესკალაციისკენ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ოკუპანტი ქვეყანაა

არ შეიძლება, საქართველოს მეგობარი იყო და ამავდროულად უბიძგებდე ესკალაციისკენ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც ოკუპანტი ქვეყანაა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობდა დიდი ზეწოლა ქვეყნის არაკეთილმოსურნებიისგან, რათა საქართველო რუსეთთან ესკალაციაში შესულიყო.
„არა მხოლოდ დახურულ კარს მიღმა, მგონია, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ამ ინსტიტუტების წარმომადგენლები საჯარო სივრცეშიც ღიად საუბრობდნენ, რომ საქართველო უნდა შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან. აქედან გამომდინარე, კარგია, რომ ნელ-ნელა ეს ყველაფერი მჟღავნდება, რადგან ჩვენ მაშინ მართლა ძალიან დიდი ზეწოლა გვქონდა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისგან. არ შეიძლება, შენ საქართველოს მეგობარი იყო და ამავდროულად უბიძგებდე ესკალაციისკენ რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც არის ოკუპანტი ქვეყანა, ბირთვული სახელმწიფო და რომელთან ომსაც შეიძლება, შეეწიროს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. კარგია, რომ ამ სიმართლემ დღის სინათლე იხილა და ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რა ხდებოდა მაშინ, 2022 წლის გაზაფხულზე და ასევე შემდგომ პერიოდშიც“, – განაცხადა სამხარაძემ.
1742926252
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე სანქციებთან დაკავშირებით ოპოზიციის მადლობაზე: ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რაც ქართველი ხალხის ინტერესში არ არის
ადამიანები საუბრობენ სანქციებთან დაკავშირებით, სანქციებს აწესებენ, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ როდესაც ამ სანქციებს აწესებენ, ამას დამაშინებელი ეფექტი უნდა ჰქონდეს. ვერ შეგვაშინებენ და ვერ დაგვ...
1742924150
ახალი ამბებიპაატა სალია: იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია
იმ ფონზე, რომ დღეს უკვე მინელებულია საპროტესტო მუხტი, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ იყოს მცდელობა ახალი ადამიანებს დატრენინგების, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში ესკალაცია და დესტაბილიზაცია, - გან...
1742922159
ახალი ამბებიპარლამენტში სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ინიციატივით, ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში, პარლამენტში, სპორტში მოღვაწე ქალების და სპორტულ აქტივობებში ჩართული მოსწავლეების შეხვედრა გაიმა...
1742920523
მსოფლიოირანი მიესალმება სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შეჯერებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს
ირანი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტის შეთანხმებას და მხარეებს დოკუმენტის რაც შეიძლება სწრაფად ხელმოწერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო სა...
1742920353
საზოგადოებალატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა
ეროვნული სტატისტიკური სამსახურებისა და გაეროს Comtrade პლატფორმის მონაცემების თანახმად, ლატვია რუსული არყის უმსხვილეს მყიდველთა ხუთეულში შევიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლატვიამ ჩაანაცვლა გერმანი...