ნინო ჯელაძე საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ, საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან ტალალ ალჰუმუდთან შეხვედრა გამართა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნინო ჯელაძემ კოლეგას საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლებისა და საფინანსო სექტორის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალს, რაც ახალი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვის შესაძლებლობებს ქმნის.
მხარეებმა მიმოიხილეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება საზედამხედველო რეფორმების, საგადახდო სისტემების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე.
ტალალ ალჰუმუდმა თავის მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემდგომი პარტნიორობის მზადყოფნის სურვილი გამოთქვა.
საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საუდის არაბეთის ცენტრალური ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტისა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.
1745596335
საქართველონათია თურნავა: ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება - მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში
ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკი...
1745596272
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად რომში იმყოფება
პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას...
1745593042
საზოგადოებასაქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებად ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი დაინიშნნენ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას კი ზაზა კვიციანი დაიკავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას...
1745592696
სპორტიტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პოდგორიცაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველო...
1745592567
ახალი ამბებიავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - დაიღუპა ერთი ადამიანი
ფოთში ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთი პირი, 32 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. სხვა დეტალები უცნობია. როგორც შინაგან სა...