ნინო წილოსანი: თვითონ ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრებიან, უკვე თავის თავში არის მუქარისა და შანტაჟის შემცველი და ემსახურება იმას, რომ რაღაცისთვის დაისაჯოს ქართველი ხალხი

თვითონ ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრებიან, უკვე თავის თავში არის მუქარისა და შანტაჟის შემცველი და ემსახურება იმას, რომ რაღაცისთვის დაისაჯოს ქართველი ხალხი, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებს არავინ უარყოფს და ამის ჩამორთმევა ყველანაირი საფუძვლის გარეშე არის დემონსტრაციულად ქვეყნის დასჯა.
„შესაძლოა იყოს ბრიუსელის მოთხოვნაში საკითხები, რომელიც ტექნიკურად შესრულებადია და რომელიც ობიექტური და ლოგიკურია, უბრალოდ იმდენად ყველაფერი ერთ ქვაბშია ჩაყრილი და სრულებით წარმოუდგენელი მოთხოვნაა დაყენებული კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომ ვერც ვხვდები ტექნიკურად როგორ შეიძლება რიგი საკითხების შესრულების პროცესი დაეხმაროს მთლიანად ამ საკითხის გადაჭრას.
რაც მთავარია, თვითონ ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით გვემუქრებიან, უკვე თავის თავში არის მუქარისა და შანტაჟის შემცველი და ემსახურება იმას, რომ რაღაცისთვის დაისაჯოს ქართველი ხალხი. რისთვის უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი ეს ალბათ ადვილი მისახვედრია. ადვილი მისახვედრია ისიც, თუ რა არ გავაკეთეთ ამ პერიოდის განმავლობაში. იმ სიკეთეს, რაც ვიზალიბერალიზაციას ახლავს, რა თქმა უნდა, არავინ უარვყოფთ და სწორედ ჩვენი ინიციატივა იყო და ჩვენი ხელისუფლების დროს იყო ვიზალიბერალიზაცია მიღწეული და რა თქმა უნდა, ამის ჩამორთმევა ყველანაირი საფუძვლის გარეშე არის დემონსტრაციულად ქვეყნის დასჯა“,- განაცხადა წილოსანმა
1753375016
ახალი ამბებითვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით
„კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...
1753374071
სპორტირევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...
1753371170
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...
1753368799
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...
1753367155
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...