ნინო წილოსანის განცხადებით, გვარამიას დაკავება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს ნინო წილოსანს მიაჩნია, რომ ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ხელს არ შეუშლის.
„არაერთი საქმე ვიცით, მათ შორის ევროკავშირის თუ დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკასთან ან მედიასთან დაკავშირებული პირები იხდიან სასჯელს, ამიტომ ერთი მეორეს არ უკავშირდება და როდესაც ეს ყველაფერი დაკარგავს თქვენგან მინიჭებულ რაღაც განსაკუთრებულ წონას პოლიტიკასთან ბმის თემაზე, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ნათლად გახდება ცნობილი, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეს ყველაფერი არ შეუშლის“ - თქვა წილოსანმა.
წილოსანის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მოლოდინი რომ სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეიწყალებს.
„რიგ შემთხვევაში პრეზიდენტი, შესაძლოა, გარკვეულ მოულოდნელ ნაბიჯებს აკეთებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ მოველით, რომ ის ადამიანს, რომელიც პირადად პრეზიდენტის ინსტიტუციისა და მის წინააღმდეგ ყველაზე დესტრუქციულ ნაბიჯებს დგამდა, ამ შემთხვევაში მის გადაწყვეტილება რამენაირად შეიძლება იყოს დამხმარე“, - თქვა წილოსანმა.
ცოტა ხნის წინ აშშ საელჩომ საქართველოში საგანგებო განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია.
ასევე საინტერესოა:
🔵 ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.10 ლარი გახდა, ერთი დოლარის კი - 2.98 ლარი
1792785150
საზოგადოებაეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“ - პროდასავლური პარტია იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში დადიან? იქნებ იმას, რომ დასავლეთიდან იღებენ მითითებებს?
რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გ...
1792783053
საზოგადოებაევროპარლამენტარები: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე
„ყურადღებით გავეცანით ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შესახებ. ევროპას დიალოგი არასდროს შეუწყვეტია, „ქართულმა ოცნებამ“ მას უბრალოდ შინაარსი გამოაცალა“, - ამის შესახებ ერთო...
1792781543
სპორტისაბა მარკელია ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა მედალი პირველად მოიპოვა. საბა მარკელიამ (U18, -60 კგ) ფინალი ფრანგ მოწინაა...
1792779921
ახალი ამბებიცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ეწვივნენ
საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით მყოფი ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინის...
1792777866
საზოგადოებაირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს უნგრ...



























