ნინო წილოსანმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრები, გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ასპინძის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ.

ასპინძის საკრებულოს შენობაში გამართულ შეხვედრაზე, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, 1 ივლისს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.

აღინიშნა, რომ ხანძრის შედეგად, კორპუსში მცხოვრები 16 ოჯახის ქონება სრულად განადგურდა და მოსახლეობა საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა.

შეხვედრაზე დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორც ერთჯერადად, ასევე ბინების დაქირავების მიზნით, მყისიერი დახმარება გაეწია. ამ ეტაპზე დამწვარი საცხოვრებელი ფართების ექსპერტიზა და ზარალის დაანგარიშების პროცედურა მიმდინარეობს, ასევე მსჯელობა მიდის მათთვის გრძელვადიანი პერიოდით საცხოვრისებით დაკმაყოფილებაზე. ეს ადამიანები სტრესის ქვეშ არიან და მნიშვნელოვანია, რომ მათი ყოფითი საკითხების გადაწყვეტა უმოკლეს დროში მოხდეს.შეხვედრაზე ჩვენ დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებს გავეცანით და შეძლებისდაგვარად დახმარებას დავპირდით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასპინძის საკრებულოს შენობაში პარლამენტის წევრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს წევრებს და თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

 

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა შეხვედრის მონაწილეებს კომისიის დებულება, ძირითადი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები გააცნო.

„შეხვედრაზე მუნიციპალური საბჭოს წევრებს კომისიის საქმიქნობის პრიორიტეტები გავაცანით და იმ მიმართულებებზე ვისაუბრეთ, რომელზეც კომისია მიმდინარე წელს გეგმავს მუშაობას. ჩვენ ასევე გავეცანით ადგილობრივ ქალთა საჭიროებებს, მათ გამოწვევებს და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ვიმსჯელეთ. გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, კომისიის წევრები ადგილობრივი მეწარმე ქალების მიღწევებს გავეცანით და სევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის ცენტრები მოვინახულეთ, სადაც ბენეფიციარებს დიდი დახმარებას უწევენ“, - აღნიშნა კომისიის მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

გასვლითი შეხვედრების ფარგლებში ნინო წილოსანმა და კომისიის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრი მოინახულეს და იქ მყოფ ბენეფიციარებს და მათ აღსაზრდელებს გაესაუბრნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის მზრუნველობის ქვეშ ხორციელდება, მთელი რიგი გამოწვევები მაინც არსებობს, რაც დამატებითი აღმზდელების და ფსიქოლოგის დამატების საჭიროებას გულისხმობს.

„ასპინძის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაერთიანებაში სტუმრობისას ადგილზე არსებულ საჭიროებებს გავეცანით. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში შესაბამისი რაოდენობის აღმზრდელები და რაც ყველაზე მთავარია, შესაბამისი პროფილის ფსიქოლოგი მუშაობდეს. ჩვენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ აღნიშნულ გაერთიანებას ფსიქოლოგი და აღმზრდელები დაემატებათ, რაც ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებულ ზრუნვას კიდევ უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს“, - განაცხადა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ.

ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები სოფელ დამალაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მეწარმე ქალთან სტუმრობით დასრულდა. პარლამენტის წევრებმა ადგილობრივი მეწარმის მეურნეობა და საცხობი დაათვალიერეს და იქ დასაქმებულ სოფლის მაცხოვრებლებს გაესაუბრნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752176259

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ

თითოეული რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა უკანასკნელ თვეებში მიიღო, არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენი სასოწარკვეთილი ოპოზიცია, რომელსაც პულსი აღარ ესინჯება, როგორმე ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანონ, -...

ნიკოლოზ სამხარაძე

1752175302

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი ომს გააჭიანურებს, პუტინს მშვიდობა არ სჭირდება

რუსეთი ყველანაირად გააჭიანურებს ომს უკრაინაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა არ სურს. უკრაინას უკვე აქვს სადაზვერვო ინფორმაცია ამის დასამტკიცებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდე...

ზელენსკი

1752171945

სპორტი

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი 83 ქულის სხვაობით დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელ გოგონათა ნაკრებმა კოსოვოში ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა გოგონებმა გიბრალტარის გუნდს 8...

 კალათბურთელ გოგონათა ნაკრებ

1752170379

მსოფლიო

„თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“ - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანს დაემუქრა და განაცხადა, რომ „თეირანიდან თუ მუქარა იქნება, ისრაელი კვლავ დაარტყამს ირანს“. „პირდაპირი გზავნილი დიქტატორ ალი ხამენეისა და ირანში მოქმედი აიათ...

ისრაელ კაცი

1752170335

მსოფლიო

მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონმა შეაღწია, ლიეტუვის პრემიერი და სეიმის სპიკერი თავშესაფარში გადაიყვანეს

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, გინტაუტას პალუცკასი და სეიმის სპიკერი, საულიუს სკვერნელისი თავშესაფარში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან ქვეყნის საჰაერო სივრცეში...

დრონiდრონi