ნუცა ბუზალაძე TOP 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა - მას ხმები არ ეყო და ჟიურის კვოტით გადავიდა მეორე ტურში

ნუცა ბუზალაძე TOP 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა - მას ხმები არ ეყო და ჟიურის კვოტით გადავიდა მეორე ტურში, - ამის შესახებ "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს.

"🇬🇪ვულოცავ მთელ საქართველოს🇬🇪
❗️ნუცა გადავიდა ფინალურ ეტაპზე ❗️

🔴 ნუცამ 12 კონკურსანტის შესარჩევ ტურში შეასრულა ჯენიფერ ჰადსონის “And I Am Telling You” კინოფილმიდან “Dreamgirls”. ეს იყო ძალიან ძალიან ძლიერი, ემოციური, გამჭოლი და შთამბეჭდავი შესრულება ❤️🙏🙌

🔴 თუმცა…

🔴 ნუცა ვერ გადავიდა ხმების რაოდენობით და ის ერთერთ სხვა ამერიკელ კონკურსანტთან ერთად ჟიურიმ, თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა მომდევნო ტურში 🇺🇸🙌❤️…ჟიურის წევრებიდან შეფასება ნუცას გამოსვლაზე გააკეთა მხოლოდ ლიუკ ბრაიანმა: “წარმომიდგენია, რამხელა წნეხის ქვეშ ხარ, შენ ეს გააკეთე ყველაზე მაგრად”👍💪🎤👏❤️

⚠️ დასკვნა:

✅ ნუცას არ ეყო ხმები (მას გაუუქმეს VPN-ით და სხვა შემოვლითი გზებით მიღებული ხმები საქართველიდან და ევროპიდან) და ის ჟიურიმ თავისი კვოტით გადაიყვანა 12 ფინალისტს შორის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნუცა მომდევნო ტურებში შემდეგში რომ გავიდეს, ამერიკელების კეთილგანწყობის მომხრობა და მათი ხმების მოპოვება სჭირდება. ამიტომ გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ: ფორუმებზე ნუ დაწერთ უხამს, უხეშ და აროგანტულ კომენტარებს ამერიკელების პოსტების ქვეშ, პირიქით მაქსიმალურად გამოხატეთ სითბო და მადლიერება მათ მიმართ. ბოლოსდაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს - ეს არის ხალხი, რომელიც ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაში და განვითარებაში დაეხმარა 🇬🇪🙏🇺🇸

ერთი მხრივ,  უნდა ვაღიაროთ, რომ ის უსიამოვნო ინციდენტი, რომელიც უნიჭო კარინა დიანჯელომ ნუცას “გაუჩალიჩა” დუეტების ტურში, მძიმე და რაც მთავარია უსამართლო ტვირთად მოჰყვება ნუცას, მაგრამ საწუხაროდ ამ მხრივ ვერაფერს გამოვასწორებთ…ამის გადაწონვა მხოლოდ ნუცას საუკეთესო გამოსვლებით და საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით და ჩვენი კეთილგანწყობილი კომენტარებით შეიძლება მოხდეს…მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ნუცა ბუზალაძე პირველი უცხოელი კონკურსანტია მთელი პლანეტიდან, რომელიც ამ უაღრესად ავტორიტეტული და რეიტინგული ტელეპროექტის ფინალურ ეტაპზე გავიდა და ამერიკელებს უჭირთ გაითავისონ, რომ ეს კანონიერია და რომ American Idol-ში ამერიკელების გარდა, სხვა ქვეყნის წარმომადგენელიც შეიძლება მონაწილეობდნენ. მათ მიაჩნიათ და სჯერათ, რომ ეს კონკურსი მხოლოდ Native ამერიკელების კონკურსია 🇺🇸✌️🙏

✅ ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს, ამ დღეებში მე ისინი ახლიდან გავიცანი და დავაფასე. რა მაგარი ხალხია, როგორი პატრიოტები და შეყვარებულები თავიანთ სამშობლოზე და რამხელა სამუშაო გაწიეს, რომ ნუცა წინ წაწეულიყო ამ კონკურსში. უზარმაზარი მადლობა მათ და ნამდვილად ქედს ვიხრი მათ წინაშე ❤️🙌🙌🙌🇬🇪🇺🇸 Vaja Kachkachuri შენ განსაკუთრებული მადლობა ❤️✌️🙂. მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული, მინდა ვთხოვო, რომ კიდევ უფრო მოინდომონ, ვიცი რომ ისინი ძალიან უთანასწორო კონკურენციაში შევლენ მრავალმილიონიან ამერიკულ მისახლეობასთან და მათ ამერიკელ რჩეულებთან, მაგრამ სხვა გზა არ არის. დარჩენილ ლაივ ტურებზე ძალიან ძალიან ძალიან მაგრად უნდა მოახდინოთ ხმების მობილიზაცია და თუ საჭირო იქნება თქვენი ნაცნობ სხვა ამერიკელებთანაც უნდა იმუშაოთ, რომ მათი ხმები მოიმხროთ, ასე რომ Good luck 🇺🇸🇬🇪🙏

✅ ჟიურის სამივე წევრი, გარდა იმისა, რომ უდიდესი მასშტაბის მუსიკოსები არიან და თავიანთ ქვეყანაში თავიანთი ქვეყნის ახალგაზრდობის კერპის შერჩევას ცდილიბენ და აბსოლუტურად მკაფიოდ აქვთ ეს გაცნობიერებული, არ დაჩაგრეს პატარა ქვეყნის ნიჭიერი კონკურსანტი🇬🇪🇬🇪🇬🇪 და სამართლიანობის გამო, სწორედ მას გაუხსნეს გზა ფინალისკენ და დანარჩენ 8 ამერიკელს უარი უთხრეს კონკურსის გაგრძელებაზე. ეს უდაოდ მათ უდიდეს პროფესიონალიზმზე და ამავდროულად ადამიანობაზე მიუთითებს 👏🇺🇸❤️

✅ ამას წინათ 3 “კიტრი” სერიოზული სახეებით იჯდა ერთერთ ქართულ ტელეეთერში და სერიოზულად განიხილავდნენ თემას, რომ ნუცას გასვლა მომდევნო ტურში იყო “ჩაწყობილი”, ვფიქრობ ჟიურის ამ გადაწყვეტილებამ შეგიცვალათ აზრი, “ კიტრებო”💪🇬🇪🇺🇸❤️ 
არც “კიტრული” მიდგომაა სწორი და არც გადამეტებული “ხბოს აღტყინება” და გადაჭარბებული მოლოდინები…ყველაფერში საჭიროა ზომიერება, თანმიმდევრულობა და პრაგმატიზმი , მით უმეტეს ეგეთ გიგანტურ კონკურსებში 🤝✌️🇬🇪❤️.

✅როდის ჩატარდება მომდევნო ტური და რიგორი იქნება ხმის მიცემის წესი, მოგვიანებით დავწერ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უზარმაზარ წარმატებას. ნუცას გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა🇬🇪✌️❤️🙏You Go Girl Nutsa Buzaladze ❤️❤️❤️P.S. ყველაზე მეტად ნუცას ამ უდიდეს გამარჯვებას ვულოცავ საოცარ ქალბატონს, რომელიც ყველაზე ძალიან ნერვიულობდა ამ ღამეს, ნუცას დედას Nino Kankava -ას❤️❤️❤️"- წერს ზაზა შენგელია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746896131

მსოფლიო

პესკოვი: პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ პუტინის შეთავაზებაზე კიევს რეაქცია არ ჰქონია, ამიტომ ამ მხრივ სიტუაცია კვლავ წინააღმდეგობრივია

 კიევი არ გამოხმაურებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებას წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების შესახებ, ამიტომ სიტუაცია კვლავ საკამათოა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტ...

პესკოვი

1746893566

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

 სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. „10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა...

„ძლიერი წვიმა

1746891525

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიციირებდნენ ამ კანონს. იმიტომ თქვეს ევროკავშირში უარი, რომ შემდგომში საქართველოსთან აღარ ექნებოდათ სასაუბრო პირი

 მუდმივად მოგვიწოდებდნენ, უარი გვეთქვა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებაზე მაშინ, როდესაც თავადაც კი აინიიცირებდნენ ამ კანონს. ზუსტად იმიტომ თქვეს ევროკავშირში ამ კანონის ინიიცირებაზე უარი, რომ შემდგომშ...

 გიორგი გაბუნია მზია ამაღლობელზე

1746890177

საზოგადოება

ჭოუ ციენი: ჩინეთსა და საქართველოს ტრადიციულად მეგობრული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

 ცოტა ხნის წინ ვესტუმრე შიდა ქართლის რეგიონს და დავესწარი ორი სოფლის საფეხბურთო მოედნის გახსნის ცერემონიას, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჩინეთის მხარდაჭერით აშენდა, - განაც...

ჭოუ ციენმა

1746888199

საზოგადოება

ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

 ბათუმი-სარფის შემოვლით გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის...

პოლიცია