ორბელიანების სასახლე აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

ორბელიანების სასახლეში დღეს აფხაზი მხატვრის ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს გამოფენა პრეზიდენტის მხრიდან თბილისში მიმდინარე არტ-ფეარისა და ახალგაზრდა მხატვრების თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მხატვარმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურისა და განათლების საკითხებში.
საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენის მოწყობის იდეის შესახებ ისაუბრა და გამოფენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება, ამ სასახლეში ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა მხატვარს, ნიკა ემხვარს, რომლის ძალიან საინტერესო ნამუშევრებიც მე პირველად, რამდენიმე თვის წინ, სიღნაღის მუზეუმში ვნახე და აქედან გაჩნდა იდეა, რომ ასეთი გამოფენა ამ სასახლეში მოგვეწყო.
თბილისში მიმდინარე არტ-ფეარის ფონზე, დღეს ძალიან დროულია ეს გამოფენა. ჩემი სურვილი იყო, ერთგვარად, ჩვენც ვყოფილიყავით ამ ღონისძიების მონაწილე.
მხატვარი, გარდა იმისა, რომ საკუთარი შემოქმედებით თავის თავს წარმოადგენს, ის ასევე არის აფხაზეთიდან და მნიშვნელოვანია, რომ არტ-ფეარში ჩვენი გავლით აფხაზეთიც იყოს წარმოდგენილი.
ეს არის საქართველოს ხელოვნება, ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნება.
საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ნიჭის აღმავლობა ხდება.
ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყანაში და ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი შემოქმედებითი უნარი და სიცოცხლეა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.მხატვარმა ნიკა ემხვარმა საქართველოს პრეზიდენტს გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა.
„ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია და მინდა, რომ ჩემი სული ჩავდო ჩემს ნამუშევრებში. დიდი მადლობა, რომ ხართ აქ, ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად, რომლებიც ადამიანის ბუნებას ასახავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რომელიც მინდა ჩემი შემოქმედებით ვაჩვენო“,- განაცხადა ნიკა ემხვარმა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, მხატვრები არასდროს ყოფილან დისტანცირებული ყოფითი კულტურისგან და ყოფა და ჩვენი გარემო ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა მათ შემოქმედებაზე.
„ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო ეპოქაში, და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ნიკა ემხვარია, მის შემოქმედებაში ჩვენ შეგვიძლია, თვალი მივადევნოთ პოპკულტურის როლს, ჩვენს ცხოვრებაში იმ ე.წ. იმიჯებს, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში რჩება, ილექება და მერე უკვე ახალი ფორმით გამოვლინდება.
ეს იმიჯები თავის თავზე მეტყველებენ, წარმოადგენენ იმავდროულად მედიუმს, რომლითაც მხატვარი გვესაუბრება და ამ უნივერსალურ ენაზე, რომელიც მთელი მსოფლიოსთვისაა გასაგები, თავის სათქმელს ამბობს.
ვფიქრობ, რომ ტრანსფორმაციისა და ამ პოპკულტურის როლის კუთხით მხატვრის ნამუშევრები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას“, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილი.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენა სასახლეში 29 სექტემბრამდე დარჩება და ღიაა დამთვალიერებლებისთვის – შაბათ-კვირას 15:00-18:00 საათამდე და სამუშაო დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე.
დამთვალიერებლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1745080756
ახალი ამბებილევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...
1745079826
ახალი ამბები19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა
მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...
1745075466
ახალი ამბებიინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი
ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...
1745072604
მსოფლიოვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...
1745071476
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ
წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...