„ოცნებიდან“ წასულები: „აშშ-ს აგენტების უმეტესობა  დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა "რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული" და  "შედარებით დაბალი ჩინის აგენტები" დაწინაურებისთვის "მაქსიმუმს კადრულობენ"

„ოცნებიდან“ წასული - ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი, მაჭარაშვილის "ხალხის ძალა" ამჯერად "საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ" წერს.

მათი თქმით. აშშ-ს აგენტების უმეტესობა  დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა "რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული" და  "შედარებით დაბალი ჩინის აგენტები" დაწინაურებისთვის "მაქსიმუმს კადრულობენ". 

"ორიოდე დღის წინ, რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა წერილი საქართველოში მოქმედი ამერიკული აგენტურის შესახებ. საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ამ წერილში შეიძლება დიდი სიახლე არც არაფერი ყოფილიყო. პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად ღრმად ჩახედულმა ადამიანებმა კარგად იციან, როგორ შეიყვანა 90-იანი წლების ბოლოდან ამერიკის საელჩომ შევარდნაძის იძულებითი თანხმობით თავისი ხალხი თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ მოსაწყობად როგორ შეიქმნა და აღიჭურვა ათეულობით ენჯეო და რევოლუციის შემდეგ როგორ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ვერტიკალი, რომელიც 2004-12 წლებში საელჩოს სრულ კონტროლს ექვემდებარებოდა. 

შესაბამისად, თუ 80-იან და 90-იან წლებში საქართველოს სუვერენიტეტს მთავარ საფრთხეს „კაგებეშნიკები“ და რუსული სპეცსამსახურების აგენტები უქმნიდნენ, 2000-იან წლებში რუსულ აგენტურასთან ერთად სუვერენიტეტისთვის სერიოზულ პრობლემად ამერიკული აგენტურაც იქცა. მეტიც, აგენტურის სიას თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება.

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სიახლე ვერც ის იქნება, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ხელისუფლების მთავარი ლიდერები და იდეოლოგები ამერიკულ აგენტურაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ. ჩვენი ინფორმაციით, 2013 წელს ორი მათგანი სწორედ საელჩოს დაჟინებული თხოვნით გადაურჩა დაჭერას, როდესაც პროკურატურას მათზე სრულიად უნაკლო სისხლის სამართლის საქმეები ჰქონდა გამზადებული. ენჯეოების რამდენიმე ყოფილი და მოქმედი ლიდერის აგენტობაზე საზოგადოებას, ვფიქრობთ, თავისი მკაფიო წარმოდგენა აქვს შექმნილი. აგენტურა საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი 2012 წლის სამთავრობო კოალიციაშიც, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლას ამერიკელები მაშინ შედარებით მარტივად შეეგუენ. 

დღეისათვის, ამ ადამიანების უმეტესობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სხვა რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებშია გადანაწილებული. მათგან ზოგიერთი ჯერჯერობით შედარებით დაბალი ჩინის აგენტები უნდა იყვნენ, თუმცა, ვხედავთ, რომ დაწინაურებისთვის ისინი მაქსიმუმს კადრულობენ.

ბუნებრივია, მიამიტები ვერ ვიქნებოდით და იმის ილუზია ვერ გვექნებოდა, რომ ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აგენტურის ქსელის გარეშე იმოქმედებდა. აქ საყურადღებო ორი ფაქტია:

პირველი, გზავნილი იმის შესახებ, რომ მხოლოდ რუსეთის აგენტია ცუდი და ამერიკის აგენტი კარგია, რომელიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე პირდაპირი ფორმითაც კი შემოგვაპარეს, სრულიად მიუღებელია. პარტნიორი სახელმწიფოს აგენტობა ზუსტად ისეთივე სამშობლოს ღალატი და უღირსი ქმედებაა, როგორიც ოკუპანტი სახელმწიფოს აგენტობა. შესაბამისად, ამერიკელების მიერ აგენტურის ქსელის შექმნას გარკვეული რაციონალური ახსნა თუ აქვს, ქართველების აგენტობას იოტისოდენა გამართლებაც ვერ ექნება;

მეორე, განსაკუთრებით შემაშფოთებელი ისაა, რომ საელჩო თავის აგენტურას დღეს პოლარიზაციისთვის, ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებენ. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმეში აგენტები საელჩოს მხოლოდ ბრმად მიყვებიან და ქვეყანას შეგნებულად არ ვნებენ. ეს ფაქტი აგენტების უღირსობას განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩენს. 

აქვე განვმარტავთ, რომ ჩვენს მიერ ნახსენებ წერილში გამოქვეყნებული აგენტურის სია მცირე კორექტირებას საჭიროებს და არასრულია. ამასთან, აღნიშნულ სიაში მხოლოდ იმ ადამიანების გვარებია მოცემული, რომელთა უმეტესობის აგენტობა საზოგადოებაში რაიმე არსებითი დისკუსიის საგანი ვერ გახდება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას მივაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ მეტ ინფორმაციას აგენტების თემაზე, რათა საზოგადოებას ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც არა საკუთარი, არამედ სხვა სახელმწიფოს სამსახურში დგანან. 

ამ შემთხვევაშიც, ჩვენი მიზანი არა ვინმეს პერსონალური მხილება, არამედ ხალხისთვის სიმართლის გაზიარება და ამით, ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვაა, რაც ქართული საზოგადოებისადმი ჩვენი მთავარი დაპირება იყო. ღრმად გვწამს, რომ არსებული საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალით არის შესაძლებელი" - წერს „ოცნებიდან“ წასული ოთხეული.

ასევე საინტერესოა;

🔵 რა გელოდებათ 8 სექტემბერს? - ასტროლოგიური პროგნოზი

🔵 ლარი ისევ გამყარდა - რა ეღირება ხვალ, 8 სექტემბერს ევრო და დოლარი?

🔵 "საკუთარი ავტორიტეტი რომ არ გაგაჩნია, პატრიარქს, კვარაცხელიას, ერეკლე მეორეს და ბუტროს ბუტროს გალის უნდა ამოეფარო, ბრბო მიუშვა  და სხვისი ავტორიტეტით იფხანო ქეციანი გული მეტოქეებზე" - თამარ ჩერგოლეიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793466625

საზოგადოება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმე...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

1793466011

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...

ლევან მაჭავარიანი

1793463904

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს

მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...

 დავით მათიკაშვილი

1793459017

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება

აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...

აბასთუმნის შემოვლითი გზა

1793456801

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...

რევაზ სოხაძ