ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანია „პირველის“ რეპორტაჟი და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანია გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას შეიცავს.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს და მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც შეიცავს გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციას. აღნიშნული დეზინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას ისახავს მიზნად.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაქტების ისე დამახინჯება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს.

ცხოველთა სამარხთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ განხორციელებული თვითნებური ქმედებები მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში დაძაბულობის ხელოვნურად შექმნას. სამარხების თვითნებური გახსნა, ცხოველთა ნეშტების ამოყრა, მათი გადაადგილება და მსგავსი ქმედებები არამხოლოდ უკანონოა, მსგავსი ჩარევა არღვევს სანიტარიულ უსაფრთხოებას, ქმნის ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და აზიანებს გარემოს. მოქალაქეებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სამარხების გათხრის პროცესში, საჭიროა, გაიარონ სამედიცინო შემოწმება, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოების გამო.

საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.

აღნიშნული ინფორმაცია არასოდეს ყოფილა დამალული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ. პირიქით, სააგენტოს საქმიანობისა და ცხოველთა მართვის შესაბამისი პროცესების შესახებ ინფორმაცია საჯაროა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დეტალურად გაეცნოს მას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამის შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები სწორედ ის პირები, რომლებმაც საზოგადოებაში დაძაბულობის და პანიკის დათესვის მიზნით, ჩაიდინეს უკანონობა და გადათხარეს დაღუპულ ცხოველთა სამარხები. ამ ადამიანებს თავადაც არაერთხელ უსარგებლიათ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სერვისით, რათა დაემარხათ მათივე გარდაცვლილი ცხოველები.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცილისწამება, თითქოს აღნიშნულ სამარხში ცოცხალი, სპეციალურად დაძინებული ძაღლები არიან განთავსებული, რაც არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ სამარხების თვითნებური გახსნისგან, ნეშტების ამოყრისგან, გადაადგილებისა და ნებისმიერი მსგავსი ქმედებისგან.

ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, თხოვნით მივმართავთ საზოგადოებას, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ მიიღოთ მონაწილეობა სახიფათო თვითნებურ ქმედებებში და დაეყრდენით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793454806

საზოგადოება

მაჭავარიანი: საუბარია, რომ პოლონეთის ხელისუფლება ცდილობს, მთლიანად მიიტაცოს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც შემაშფოთებელია, სამწუხაროა, თუ ასე მოხდება, რადგან ამის მაგალითი ევროკავშირის მოქმედ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ

პოლონეთში, საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მედიასთან აფასებს. „ძალიან სამწუხარო მოვლენები...

ლევან მაჭავარიანი

1793450752

მსოფლიო

საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ პარიზის ცენტრში საპროტესტო აქციის გამართვა აკრძალა

საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც 31 ოქტომბრის მთავარი აქციის ორგანიზატორებს ბასტილიის მოედნიდან საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერის მოედნ...

პარიზში

1793448571

საზოგადოება

მარჩინ როსოლოვსკი: პოლონეთის მთავრობამ დაკარგა მორალური უფლება, სხვებს დემოკრატიულ სტანდარტებზე ესაუბროს, გასაოცარია, ისინი თავს უფლებას აძლევენ, საქართველოს შიდა პროცესები შეაფასონ მაშინ, როცა პოლონეთში უკანონო და რეპრესიულ ქმედებებს ახორციელებენ

პოლონელი ექსპერტი მარჩინ როსოლოვსკი „ქრონიკასთან“ პოლონეთში მიმდინარე მოვლენებს აფასებს. ის აცხადებს, რომ პოლონეთის მთავრობა ავტორიტარულ მეთოდებს მიმართავს და არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს შიდა...

მარჩინ როსოლოვსკი:

1793447086

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი მიკიტა პოტურაევის განცხადებაზე: ეს განცხადებაც არის ორმაგი სტანდარტის გამოხატულება მისი მხრიდან, ზოგადად, ევრობიუროკრატიის მხრიდან და ჩვენ ეს სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ

ეს განცხადებაც არის ორმაგი სტანდარტის გამოხატულება მისი მხრიდან და ზოგადად, ევრობიუროკრატიის მხრიდან, - განაცხადა მიკიტა პოტურაევის განცხადების შეფასებისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო...

აკაკი ალადაშვილი

1793445065

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მიკიტა პოტურაევის განცხადებაზე: მისი უშუალო მონაწილეობით უკრაინაში 2022 წლიდან 22 პარტია აიკრძალა, მისი მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე

„მისი [მიკიტა პოტურაევის] მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიანი