პეტრე ცისკარიშვილი: ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, სირიაში, ყველგან გვინახავს და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ ხდება ხელისუფლების დამხობა „ბოიკოტს ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ამ რეჟიმს თუ სხვა ქმედებაზე გადავდივართ?“, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ბოიკოტს ინარჩუნებ, საპროტესტო ტალღას აფართოებ, მეტ მომხრეს მოიმხრობ, კიდევ უფრო გააძლიერებ ოპოზიციურ მოძრაობას, ჩამოიშლება ვერტიკალი, ბიძინა ივანიშვილი რჩება მარტო“.
ცისკარიშვილი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აკეთებს, სადაც მისი თქმით, ხელისუფლების ჩამოშლა მოხდა, მათ შორის, იშველიებს ბანგლადეშის და სირიის მაგალითს და აცხადებს, „ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა“.
„ეს ყველგან გვინახავს, ჩვენს ქვეყანაში გვინახავს, უკრაინაში გვინახავს, აგერ რამდენიმე თვის წინ ბანგლადეში მოხდა, სირიაში, ყველგან ხდება და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა, იმ ვერტიკალის, რაზეც დგას და მერე კი ბატონო, ჩატარდეს უკვე სამართლიან და თავისუფალ გარემოში ის არჩევნები, რომელსაც ასე გამალებით და გაშმაგებით ითხოვენ. ბიძინას მიერ დანიშნული და ჩატარებული არჩევნები რა თქმა უნდა, მიუღებელია.“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
1778609114
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანი „100%-ით“ შეწყვეტს ურანის გამდიდრებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ირანი შეწყვეტს ურანის გამდიდრებას და უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნის ნებისმიერ მცდელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და თეი...
1778607228
სპორტიანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონია
გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში, ანა ჯაფარიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა პარასპორტსმენებმა კონტინენტის პირველობაზე კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს – ლ...
1778605810
მსოფლიოტრამპი: კუბა წარუმატებელი ქვეყანაა და მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება! კუბა დახმარებას ითხოვს და ჩვენ საუბარს ვაპირებთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, კუბა მხოლოდ ერთი მიმართულებით - ქვევით - მიემართება და დახმარებას ითხოვს. მისივე თქმით, აშშ კუბასთან მოლაპარაკებას გეგმავს. „არცერთ რესპუბლიკელს არასდროს...
1778602064
ახალი ამბებივოლსკი აქციების დროს დაკავებულების შეწყალების მოწოდებაზე: ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!
ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, რომელიც ამბობს, რომ არ გააგრძელებს საქართველოს ნგრევას?!, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ახლადარჩეული პატრიარქისადმი მოწოდებას, რომ შეიწყალოს...
1778599203
ახალი ამბებიპროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: მსოფლიოში მიმდინარეობს ფასეულობების რყევა, სირთულეები ძალიან დიდია, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში
სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ...































