პოლიციამ თბილისში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე, ასევე, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2006 წელს დაბადებული მ.ღ., და წარსულში ნასამართლევი პირები, 1970 წელს დაბადებული მ.გ., და 2004 წელს დაბადებული ე.კ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“, და „მეფედრონი“. ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პარკები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს.
1747404699
ახალი ამბებითბილისის მერია: ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მოძრაობა კვლავ შეზღუდულია - ავარიული კორპუსის იატაკის შემდეგ, არსებობს ფასადის ჩამონგრევის საფრთხე
ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N2-თან მდებარე ავარიული კორპუსის იატაკის ჩამონგრევის შემდეგ, არსებობს შენობის ფასადის ჩამოშლის საფრთხე, რის გამოც, მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კვლავ შეზ...
1747403906
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ტყუილში უნდა ვამხილოთ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“. ირაკლი კობახიძეს არ ჰქონია კომუნიკაცია არავისთანო, შემდეგ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ესალმებიან კობახიძე და მაკრონი ერთმანეთს და ცვლიან ინფორმაციას
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მო...
1747403159
ახალი ამბები2025 წლის აპრილის მონაცემებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის 69 ფაქტი გამოვლინდა
მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების...
1747402956
საზოგადოებადავით მათიკაშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ელჩების დასწრებაზე: ეს არის სასამართლოზე ზეწოლა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი სასამართლოზე ზეწოლად განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე გერმანიის, ესტო...
1747401104
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7415 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7425 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...