პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში, ავლაბარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ძმები დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი, ძმები: 1987 წელს დაბადებული ე.ბ. და 1985 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.
„მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში, ნაცნობზე - 1977 წელს დაბადებულ ფ.კ. - ზე მათ შორის არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1738944096
მსოფლიოორბანი სოროსის ქსელზე: მათი მიზანი ნათელია - მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხის ინტერესებს
უნდა გავწმინდოთ უნგრეთი სოროსის ქსელისგან, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „მათი მიზანი ნათელია: მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხ...
1738942252
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტ...
1738936206
მსოფლიოაშშ მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა
აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მატარებელს, რომელსაც 350 მგზავრი გადაჰყავდა ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მასობრივი ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს. ექვს ვაგონიანი მატარებელი SEPTA ფ...
1738935146
ახალი ამბებინათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა. ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კა...
1738933864
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7940 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8095 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...