პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე, 2005 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ა.ყ., 1998 წელს დაბადებული გ.ყ. და წარსულში ნასამართლევი 1992 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“, „პრეგაბალინი“, „კეტამინი“, „მდმა“, და „გამომშრალი მარიხუანა“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 260-ე კვარტა, 261-ე, 19-260-ე ტერცია მუხლით და 273 -ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1752412315
ახალი ამბებისპორტის მინისტრი ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მუჰამედ ჯალუდთან და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ასტრიტ ჰასანისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მ...
1752409995
საზოგადოებაამ 17 ქვეყნის ჩინოვნიკების რეიტინგს თუ გადახედავთ, ნახავთ რომ საკუთარ ქვეყნებში მაქსიმუმ 20% აქვთ რეიტინგი! საკუთარი მოსახლეობა არ ენდობა და არ იზიარებს იმ პოლიტიკას, რასაც „დიფ სთეითი“ ავალებს! - დიმიტრი სამხარაძე
„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საქართველოსთან დაკავშირებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას...
1752408769
საზოგადოებამეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე
დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, - განაცხადა საპატრიარქო ტახ...
1752406219
მსოფლიოპუტინი: დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა
„სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი იცხოვრებდნენ იმ წესებით, რომლებიც თავად შექმნეს, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმ...
1752405354
სპორტიLa Gazzetta dello Sport – „ატალანტა“ მიქაუტაძით დაინტერესდა, ქართველი თავდამსხმელი მრავალმხრივი მოთამაშეა
გიორგი მიქაუტაძეს იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი „ატალანტა“ აკვირდება – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. „გიორგი მიქაუტაძეს „ატალანტა“ მატეო რეტეგის შემცვლელად განიხილავს,...