ლევან კოჭლოშვილი: ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში - ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით

17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან, - წერს „ხალხის ძალის” წევრი, ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი და საქართველო ჩართონ ომში, თუმცა ამას ვერ ეღირსებიან.

„17 ქვეყნის აგენტურისგან მკვდრადშობილი, ღირსებისგან დაცლილი წერილი, რომელიც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სუვერენიტეტთან, ეროვნულ ინტერესებთან, ქართველი ხალხის ღირსებასთან და ნებასთან.

საქართველოს მოსახლეობამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ტყვია ესროლა ევროპელ ლიბერალ ფაშისტ ბიუროკრატებს და საბოლოოდ განწირულ მათ შიდა აგენტურას, ე.წ. ოპოზიციას.

ქართველი ხალხისგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმდენად აქვთ მოლოდინი მეორე პოლიტიკური ტყვიის მიღების, რომ ქვეყნის შიდა მტერი ნაცმოძრაობა ვეღარც კი ბედავს არჩევნებში მონაწილეობას.

ეს წერილი უნიჭო მცდელობაა, რომ ქართველი ხალხისგან პოლიტიკურ მოუსავლეთში მოსროლილ ოპოზიციას როგორმე სული შთაბერონ, ქვეყანას წაართვან სუვერენიტეტი, საქართველო ჩართონ ომში და მშვიდობის ერთადერთი პლაცდარმი და გარანტი როგორმე გახვიონ შავ კვამლში.

ამას ვერასდროს ვერ ეღირსებით. სულ ცოტა დარჩა თქვენი აგენტურის საბოლოოდ აკრძალვის, პოლიტიკურ სანაგვეზე მოსროლის და ქართული პოლიტიკიდან პოლიტიკური მეტასტაზების გაქრობის.

ისღა დაგრჩენიათ თქვენებურად აღშფოთდეთ და ქართული ნიურნბერგის პროცესისადმი მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლოთ. ამ გარდაუვალ და შეუქცევად პროცესს თქვენი მკვდრადშობილი წერილებით ვერასდროს წინ ვერ აღუდგებით! იცით რატომ? სიმართლე ჩვენ მხარესაა. ჩვენი საქმეებით ვემსახურებით ღმერთს, სამშობლოსა და ადამიანს”, - წერს ლევან კოჭლოშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752408769

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე

 დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა, რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, - განაცხადა საპატრიარქო ტახ...

მეუფე შიო

1752406219

მსოფლიო

პუტინი: დასავლეთმა სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთის ინტერესების იგნორირება გადაწყვიტა

 „სსრკ-ს დაშლის შემდეგ, დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ ისინი იცხოვრებდნენ იმ წესებით, რომლებიც თავად შექმნეს, რუსეთის ინტერესების უგულებელყოფით“, - აღნიშნულის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმ...

პუტინი

1752405354

სპორტი

La Gazzetta dello Sport – „ატალანტა“ მიქაუტაძით დაინტერესდა, ქართველი თავდამსხმელი მრავალმხრივი მოთამაშეა

გიორგი მიქაუტაძეს იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი „ატალანტა“ აკვირდება – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. „გიორგი მიქაუტაძეს „ატალანტა“ მატეო რეტეგის შემცვლელად განიხილავს,...

გიორგი

1752405279

სპორტი

ძალოსნობაში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდება

თბილისი საერთაშორისო ტურნირს „კახის თასს“ მასპინძლობს. ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირზე მასპინძელ საქართველოსთან ერთად აზერბაიჯანის, სომხეთის, ბაჰრეინის, თურქეთის, რუმინეთისა და უზბ...

ლაშა ტალახაძე

1752404257

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: მოსკოვმა გვითხრა, რომ ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრა მხოლოდ კაპიტულაციის შემთხვევაშია შესაძლებელი

სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება არა დიალოგი, არამედ ულტიმატუმი იყო, - აცხადებს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა. მისი თქმით, მოს...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე