პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ნ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისში, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, "EKOL"-ის ფირმის, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და ასევე კუსტარულად გადაკეთებული 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ასევე დაკავებულია, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.შ., რომლის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 2 ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი თოფი, ე.წ. ბარაბნიანი პისტოლეტი და სანადირო თოფის ორი მასრა. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება.
სამართალდამცველებმა 1968 წელს დაბადებული ხ.ბ. დააკავეს. ხონში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მაკაროვი-პმ“-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა.
აღნიშნული დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1791784951
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება
ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...
1791783740
საზოგადოება„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...
1791782429
საზოგადოებაბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ
საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პარლამენტის შენიშვნებით, საქა...
1791781504
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ოქტომბერს საქართველოში
12 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი დღე...
1791750480
ახალი ამბებითამაზ მოლაშვილი სულხან მოლაშვილზე: 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო, შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მოედო დაავადება, მერე დაუწყეს მკურნალობა
„უნამუსობას და უსინდისობას საზღვარი არ აქვს, სპეციალურად დაბადებული უნდა იყო ეგეთად. 11 თვე C ჰეპატიტი ჰქონდა, არ თქვა ეგ, თორემ უფროსებს, ზევით ეწყინებათო და შემდეგ 11 თვე რომ გავიდა, ყველგან რომ მო...


























