თენგიზ შარმანაშვილი ლაშა ბექაურის კრიტიკაზე: მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის

„მინდა მივმართო ლაშას, შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლაშა ბექაურის მიმართ განხორციელებულ ბულინგს და შეურაცხყოფას ოპოზიციის ნაწილისა და მათი აქტივისტების მხრიდან.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბექაური უყვარს.

„ეს კაცი არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. ლამის ცალფეხა კაცმა, ტკივილისაგან სიკვდილის პირას მისულმა, ორი გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო და ამით აჩვენა, რა შეუძლია გააკეთოს პატრიოტული სულისკვეთების ადამიანს.

ახლა, ვიღაც ქაცარავა ამის დამცრობას რომ დააპირებს, რომელსაც ერთი თითის გადასახვევი არ გაუკეთებია სამშობლოსთვის, იმას რამე ფასი აქვს?!

მინდა მივმართო ლაშას - შენ ხარ საამაყო ადამიანი მთელი საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 95% შენ გიჭერს მხარს და უყვარხარ, იმ 5% ტვინ არეულ ადამიანებს ჩვენ ვერ გამოვეკიდებით“, - აცხადებს შარმანაშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791788318

მსოფლიო

მექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია

ქარიშხალმა „საიმონმა“ მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე წყალდიდობა გამოიწვია. მე-4 კატეგორიის ქარიშხალმა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დატბორა, მეტეოროლოგები შტორმის გაძლიერებას და ახალ წყალდიდობებს...

მექსიკაში ქარიშხალმა წყალდიდობა გამოიწვია

1791784951

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება ჩემთვის სიახლე იყო, მაგრამ რუსები თუ ენერგეტიკულ ზავზე დათანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება

ენერგეტიკულ ზავზე დონალდ ტრამპის განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს და რომ კიევი...

უკრაინა

1791783740

საზოგადოება

„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ გარკვეული პოლიტიკური ტენდენციურობით გაჟღენთილ განცხადებას“ - ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. შეხვედრას ევ...

ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება

1791782429

საზოგადოება

ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ

საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, პარლამენტის შენიშვნებით, საქა...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი

1791781504

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 12 ოქტომბერს საქართველოში

12 ნოემბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +30 და ღამით +22 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19. ბათუმშიც მზიანი დღე...

ამინდი - ამინდი