პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი იპოვეს - 21 წლის მიშო ხარაშვილს 12 იანვრიდან ეძებდნენ

პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი იპოვეს. ქალაქ შჩეცინიდან დაკარგული 21 წლის მიშო ხარაშვილი, იპოვეს.

ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის დედა ადასტურებს. 

დედა განმარტავს, რომ მისი შვილი თითქმის 700 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში იპოვეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

„ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ცოცხალია და კარგად არის. პოლიციაში გადაჰყავთ ახლა. რა მოხდა ჯერ არ ვიცი” – ამბობს დედა.

მიშო ხარაშვილი პოლონეთში სამუშაოდ 6 თვის წინ წავიდა. 

ოჯახს ბოლო კონტაქტი შვილთან 12 იანვარს ჰქონდა. მას შემდეგ, ახალგაზრდა კაცი, სახლში აღარ დაბრუნდა და ახლობლები და მეგობრები ხარაშვილს ვეღარ უკავშირდებოდნენ.

პოლონეთში მყოფმა ქართველებმა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ, ადგილობრივ პოლიციასაც აცნობეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მსოფლიოს კოვიდ 19-ის ახალი შტამი უტევს - ჯანმო მოგზაურებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, საქართველოს აეროპორტებში კონტროლი გამკაცრებულია  

🔵ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია

1793477939

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები

ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...

ლევან მახაშვილი

1793476610

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის

ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...

ირაკლი კირცხალია

1793472591

საზოგადოება

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი

სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...

ლევან მახაშვილი

1793467771

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართუ...

ირაკლი კირცხალია