„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ არაფორმალური დაფინანსების შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტული ტელევიზიის, „ფორმულას“ დაფინანსებაც დაიწყო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
„ამავე ტელევიზიაში მომუშავე წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პარტია „ლელოს“ ლიდერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ „ფორმულას“ ყოველ თვე 600 000 ლარით დააფინანსებს.
ჩვენთვის ცნობილი ხდება ისიც, რომ „ფორმულას“ წინაშე აღებულ ვალდებულებებს ხაზარაძე უკვე 2 თვეა წარმატებით ასრულებს. ხაზარაძემ მარტსა და აპრილში „ფორმულას“ ჯამში 1 200 000 ლარი მისცა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ „ფორმულას“ დაფინანსებაზე იქამდე უარი თქვა დავით კეზერაშვილმა, რომელსაც პრეტენზიები ჰქონდა არხის მენეჯმენტთან და მათ თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებდა.
წყაროს ინფორმაციით, ხაზარაძემ „ტვ ფორმულას“ დაფინანსების წინაპირობად ორი მკაცრი პირობა წამოაყენა:
1 - არხისთვის მიცემული ფულის ხარჯვის გასაკონტროლებლად მისივე ნდობით აღჭურვილი პირი ჩაუსვა მენეჯმენტს;
2 - შეიცვლება ტელეკომპანიის პოლიტიკური სარედაქციო პოლიტიკა და ის სრულად გახდება პარტია „ლელოს“ პიარზე მორგებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე ასევე აფინანსებს ტელეკომპანია „პირველს“, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ხშირად ხდება სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ობიექტი, რადგან არხი ძირითადად ხაზარაძის და მისი პარტიის პროპაგანდირებაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნულია გავრცელებუ ინფორმაციაში.
1747749725
საზოგადოებაღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „...
1747746565
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1747746264
საზოგადოებალევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან...
1747744869
ახალი ამბებიკახა კალაძე: ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ ხელშია
თბილისის მერი კახა კალაძე სკოლის კურსდამთავრებულებს ულოცავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო ზარს გილოცავთ ძვირფასო მე-12 კლასელებო! ჩემო უმცროსო მეგობრებო, გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენ...
1747742848
საზოგადოებაალბი კორძაია ხოშტარიაზე: რაც შეეხება ელენეს გუშინდელ ბოდვას, არ ვიცი რატომ დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე - მისი აღებული კურსი დეკემბერში იყო სწორი და კიდევ 10 წელი სიარულს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად არავინ აპირებს
რაც შეეხება გუშინდელ ელენეს ბოდვას. არ ვიცი ახლა რატომ და რა მიზეზით დაიწყო საუბარი მშვიდობიან პროტესტზე, ყველამ ვიცით, რომ 4-იანის ოფისში (და არამარტო) დიდი რაოდენობით პიროტექნიკა იყო შენახული, - ასე...