კოტე ჟღენტი: ასეთი სახის კონფლიქტები, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება - მსოფლიოს წამყვანი ძალების იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია
ასეთი სახის კონფლიქტები როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ ომში მსოფლიოს წამყვანი ძალების ინტერესები ეკვეთება ერთმანეთს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.
„ისტორია ამას გვაჩვენებს და ახლაც, ადვილი რომ ეს არ იქნება, ფაქტია. თუნდაც ეს ტრამპის პირველი 100 დღე და იმის შემდეგ გავლილი პერიოდი მოწმობს, რომ 24 საათში, ორ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში ეს ომი არ დამთავრდება, იმიტომ რომ იქ გარდა ამ ორი დაპირისპირებული მხარისა, იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი მსოფლიოს წამყვანი ძალებისა, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, პუტინმა ის ოთხი რეგიონი ჩათვალა უკვე რომ რუსეთის ნაწილია და ხელმძღვანელებს დაუძახა კრემლში, გადაიხადა უზარმაზარი ღონისძიება, კონსტიტუციაში ცვლილება [შევიდა] და ასე შემდეგ და ახლა ვიღაცა თუ ელის, რომ პუტინი, რუსეთი ამ ყველაფერს უკან წაიღებს, მე მგონი ეს არ მოხდება არანაირად. მეორეს მხრივ, უკრაინა იძახის, რომ ის არანაირად თავის ტერიტორიებს არ დათმობს. კონფლიქტის უმაღლესი დონეა ცხელი ომი ასეთ დროს არ ხდება ცეცხლის შეწყვეტა, თუკი მხარეებმა არ შეიგნეს, რომ კომპრომისია საჭირო“, - განაცხადა ჟღენტმა.
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...
1765654226
საზოგადოებაგიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი
ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...
1765652359
ახალი ამბებისაბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...





























