პრემიერი: საგამოძიებო კომისიის მუშაობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა ხალხი მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში, ეს იყო უცხოური აგენტურა, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით და წამებით

საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა, ხშირ შემთხვევაში, აქ იყვნენ წარმოდგენილები ჩვეულებრივი სადისტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა.
მისივე თქმით, ესენი იყვნენ არა მხოლოდ უპრინციპო ადამიანები, არამედ სადისტურად ეპყრობოდნენ სხვებს და სწორედ ამ საერთო სულისკვეთებით გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლება.
„მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ე.წ. „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე ამერიკული ბიუროკრატიის ხელით ცდილობდა მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ხელისუფლებაში დაებრუნებინა ეს ადამიანები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20 % და ა.შ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს „დიფ სთეითი“, მანამდე ცდილობდა ამერიკული სტრუქტურების ხელით. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც მთავარია, უნდა დადგეს შედეგი. ეს შედეგი უნდა იყოს იმ ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულში ჩაიდინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, არ შეიძლება, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში,“- განაცხადა პრემიერმა.
1744989085
ახალი ამბებიზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლგბტ კინოფესტივალის დიდ პარასკევს გახსნაზე: რელიგიურობა უკრაინაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რატომ არ ისმის ახლა უკრაინის სულიერი ლიდერების ხმა? მათი დუმილი დამაყრუებელია
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ზაპოროჟიეს მიტროპოლიტი ლუკა კიევში, წითელ პარასკევს ლგბტ ფილმის ფესტივალის გახსნას გმობს. შესაბამისი ინფორმაცია ეკლესიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც მიტროპოლიტ...
1744987008
სპორტიოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა, რომელ ადგილზეა კვარაცხელია?
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. როგორც ცნობილი გამოცემები, ასევე, ბუკმეკერები ეტაპობრივად განახლებულ რეიტინგებს გვთავაზობენ. განახლ...
1744985062
ახალი ამბებიავარია ხონში - გავრცელებული ცნობით, დაიღუპა 3 არასრულწლოვანი
ხონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, ავტომობილი ხიდიდან წყალში გადავარდა. ასევე, დაშავებულია 2 ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაი...
1744984178
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე თქმით, დამატებითი...
1744981381
მსოფლიოზელენსკიმ ბალეტის ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთში მოღვაწე ბალეტის ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძე დაასანქცირა. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ცისკარიძესთან ერ...