პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ორ მოქალაქეს შორის არსებული პირადი და ფინანსური დავის გადაწყვეტაში ჩაერთნენ და სადავო საკითხები ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტეს. ასევე, „ქურდული სამყაროს“ წევრს უთანხმოება მოუვიდა ორ „კანონიერ ქურდთან“ და იგი ცდილობდა კონფლიქტის მოგვარებას, როგორც საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, ასევე, საზღვარგარეთ მყოფი სხვა „კანონიერ ქურდის“ მეშვეობით, რომლის მიზანი იყო ძალაუფლების და გავლენის მოპოვება, რის შედეგადაც ქურდული სამყაროს წევრსა და კანონიერ ქურდებთან არსებული დავა დროებით დასრულდა.
ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794394212
ახალი ამბებითბილისში, ვაკეში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა - დაჭრილია 1 ადამიანი
თბილისში, ვაკეში 10-მდე ადამიანი ერთმანეთს დაუპირისპირდა. არსებული ცნობით, ვაკეში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. კონფლიქტის დ...
1794393514
ახალი ამბებიასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, 13 ნოემბრის 08:00-დან 20:00 საათამდე მეტეხის ხიდზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამ...
1794392823
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს - ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი
ვეტერანებისათვის შემწეობის გაზრდისა და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისათვის ცალკეული პროგრამების დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერ...
1794392253
საზოგადოებასაპატრიარქო: 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდება
ამა წლის 15 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩა...
1794391103
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია...




























