შსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ნოდარ ჩაჩუას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ გამოთქმულ ცრუ და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებითაც იგი სამართალდამცველებს მასზე და მის მეუღლეზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებს.

განვმარტავთ, რომ ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებები ეფუძნება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს, რომლითაც უტყუარად დადასტურდა ნოდარ ჩაჩუას მიერ ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ რეალიზაციის ფაქტი. აღნიშნულ ფაქტს
ნოდარ ჩაჩუას მეუღლე, ლალი ბერიაც ესწრებოდა.

სამართალდამცველებმა ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე, ლალი ბერია, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს თბილისში, მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს.

პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას, რომლის ვიდეოგადაღებაც პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს, ლალი ბერიამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს გამრეკელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა და ნებაყოფლობით მიუთითა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა.

ნოდარ ჩაჩუასა და ლალი ბერიას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.

ამავე ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ნივთები, მათ შორის, ელექტროსასწორი, კოლბები და წებოვანი ლენტები.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ნოდარ ჩაჩუა და ლალი ბერია ბრალდებულის სახით დააკავეს.

ნოდარ ჩაჩუას ბრალდება წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

რაც შეეხება ლალი ბერიას, მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ლალი ბერიამ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით: 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 3 წლით პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს და ჩატარდა შესაბამისი საპროცესო ნორმების დაცვით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794391103

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა COP31-ის მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში გამართულ დახვედრისა და მისალმების ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია...

მიხეილ ყაველაშვილი

1794390379

ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 11-12 ნოემბერს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების(EPC) მე-9 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბლინში გაიმართება. 11 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის მ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

1794389644

ახალი ამბები

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ ლარს აჭარბებს

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 298 მილიონ ლარზე მეტით და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისა...

ლაშა ხუციშვილი

1794387993

ახალი ამბები

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერები...

არადეკლარირებული ოქრო

1794387889

ახალი ამბები

ხაშურში მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

ხაშური-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა წყალმზიდს შეეჯახა. როგორც ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ წერს, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები...

პოლიცია, ლენტი, პატრული