ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე წუთის წინ რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდა

დასავლეთ საქართველოში უამინდობის და ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება. 

ცოტა ხნის წინ, განრიგის მიხედვით შესრულდა რიგის მიმართულებით პირდაპირი რეისი. დღის ბოლომდე კიდევ 5 რეისის შესრულება იგეგმება: ათენის, დორტმუნდის, სალონიკის, ვნუკოვოს და გვიან ღამით აბუ-დაბის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ. ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები. დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება.

უამინდობის გამო, შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. რის გამოც მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს. დღეს საღამოს, ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ს, ბათუმის ნაცვლად რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეესრულებინა. თუმცა, ცოტა ხნის წინ ავიაკომპანიამ რეისის გაუქმების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740403638

ახალი ამბები

რა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8049 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

1740402051

ახალი ამბები

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ დაარეგისტრირა

პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა და მათი შემდგომი განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა. ბიურომ დაარეგისტრირა ახალი საკანონმდებლო ინ...

პარლამენტის ბიურო

1740401009

ახალი ამბები

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი: Forbes Georgia-ს დეზინფორმაციული სტატიის მიზანი ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება კი არ იყო, არამედ ჟურნალისტი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგით ხელმძღვანელობდა

„ცალსახაა ჟურნალისტის მცდელობა, უძრავ ქონებასთან და მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული აბსოლუტურად სტანდარტული სამართლებრივი პროცედურები წარმოაჩინოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესა...

უჩა მამაცაშვილის ადვოკატი

1740400119

ახალი ამბები

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეჩერდეს აღმზრდელობითი პროცესი როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში“ - თორნიკე რიჟვაძე

„აჭარაში ინტენსიურად თოვს. ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი საგანგებო და მუნიციპალური სამსახურები“, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნი...

თორნიკე რიჟვაძე

1740397221

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ

„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, გზას კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლით ვაგრძელებთ. უახლესი ისტორია ისევ ადასტურებს, რომ შემდგომი განვ...

მაკა ბოჭორიშვილი: