რა მოხდა საგარეჯოში? - საგამოძიებო უწყებაში, შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულის შვილი იკითხება

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა.

რა ინფორმაციას მიაწვდის მძიმე ამბის მთავარი თვითმხილველი სამართალდამცველებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა 48 წლის ნოდარ ადუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

* გომელაური: თავდასხმაში ბრალდებული პირი 2021 წლამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745055220

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...

წყალი

1745055040

სპორტი

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-შია

 ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ 10-შია - ის მე-9 ადგილზეა. სათავეში კვლავ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილი...

ხვიჩა კვარაცხელია:

1745053328

ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა

 ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად აღდგება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამ...

შუქი

1745050565

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება. წმინდა ცეცხლს „ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით 19 აპრილს ჩამოიტანენ. „ჯორჯიან ეა...

წმინდა ცეცხლი

1745048475

მსოფლიო

კანადის პრემიერ-მინისტრი - გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს

 გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩინეთი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა. კანადის პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა სთხოვეს, დაესახელებინა კანადის...

კანადის პრემიერ-მინისტრი