„რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება მშვიდად მართოს ქვეყანა“ - ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული ტიპის კანონები მკაცრდება, რათა ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდად მართვის საშუალება ჰქონდეს.
დეპუტატის თქმით, ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში დასრულდება.
„რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მშვიდად მართოს ქვეყანა. ადმინისტრაციული წესით დაკავება 60 დღემდე რაც არის გაზრდილი, ეს 60 დღე არის მაქსიმუმი. აქაც მოსამართლის გადასაწყვეტი იქნება 60 დღეს მიუსჯის თუ უფრო ნაკლებს. ეს ატარებს პრევენციული მექანიზმის ხასიათს, რადგან ადამიანი, რომელიც მზად არის ჩაიდინოს დანაშაული, მან უნდა იცოდეს ის, რომ ამ დანაშაულს მოჰყვება უფრო მკაცრი ზომა. ამ შემთხვევაში, საუბარია პოტენციურ დამნაშავეებზე. კეთილსინდისიერ მოქალაქეს, რომელიც დანაშაულს არ ჩადის ეს კანონი საერთოდ არ აწუხებს.
რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელიც შედის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, პოლიციელზე შეურაცხყოფა, პოლიციელის ოჯახის წევრებზე მუქარა და შეურაცხყოფა, იქ საუბარია სახელმწიფო - პოლიტიკური პირების შეურაცხყოფაზე და მუქარაზე, ასევე, საჯარო მოხელეებზე.
თქვენ კარგად ხედავთ როგორი ლიბერალური ფაშიზმი მიმდინარეობს საქართველოში და ჩვენ განვაცხადეთ, რომ კოჰაბიტაციაც მთავრდება, რისთვისაც ხვალ უკვე შეიქმნება საგამოძიებო კომისია და ლიბერალური ფაშიზმიც დასრულდება საქართველოში“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1738667686
ახალი ამბები„წყალი ბაკურიანი“ განცხადებას ავრცელებს
„ბაკურიანი ციდასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადამოწმდა ნიმუშები და დარღვევა არ გ...
1738667068
ახალი ამბებიგენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეების შეძახილებზე: რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი!
რაც დღეს საზოგადოებამ ნახა არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი მის მიმართ აქციის მონაწილ...
1738666685
საქართველოდიმიტრი ხუნდაძე: როგორც იქნა, საპარლამენტო ტრიბუნასთან ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტი, რომელიც საუბრობდა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და არ იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც ექვემდებარებოდა გარე დაკვეთებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ ყაველაშვილის...
1738666010
ახალი ამბებიცხინვალში ქალი და სამი ბავშვი მხუთავი გაზით მოიწამლნენ
ქალი და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი ცხინვალში მხუთავი გაზით (CO) მოიწამლნენ. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. ინციდენტი გრი კოჩიევის ქუჩაზე მოხდა. ქალი და ბავშვები საავადმყოფოში არიან მოთავსებ...
1738664926
ახალი ამბებიზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. გამგეობამ ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობა დაასრულა. სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენე...